დათმობდი თუ არა საკუთარ სიცოცხლეს შენს მოყვასთა სიცოცხლის, ბედნიერებისა და თავისუფლების სანაცვლოდ? რთული კითხვაა, არა?
იესომ დათმო
სწორედ ეს გააკეთა იესომ. შენთვის დათმო, ჩემთვის, ყველასთვის. მაგრამ როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც 2000 წლის წინ ცხოვრობდა, დღესაც ასე მნიშვნელოვანია? სიცოცხლის ბოლო სამი წელი იესო ისრაელში დადიოდა, ქადაგებდა და ასწავლიდა. მისი ქადაგება ადამიანთა გულებს ცვლიდა! როდესაც ის იერუსალიმში მივიდა, რათა პასექი ეზეიმა (რასაც ბზობის დღეს ვიგონებთ), ქალაქის მკვიდრნი მას ზარ-ზეიმით შეხვდნენ (იხ. აქ). ხალხი ეგებებოდა იესოს და ყველა ფიქრობდა, რომ რომაელთა ბატონობისგან გათავისუფლება რევოლუციის გზით მოხდებოდა.
მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა
იესო დამნაშავედ ცნეს. ის საშინელი სიკვდილით ხის ჯვარზე მოკვდა. წითელი პარასკევი იესოს სიკვდილის დღის მოგონებაა. მაგრამ ეს დასასრული როდია; აღდგომის დილას ახალი სიცოცხლე იწყება.
იესოს ჩვენთვის რაღაც უფრო დიადი და მშვენიერი სურს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომაცაა მისი საფლავი ცარიელი. იესო დღესაც ცოცხალია!
დიადი აღსრულება
ქრისტიანთათვის აღდგომა უფლის მიერ სამყაროს ხსნისა და აღორძინების განგებულების დიადი აღსრულებაა. აღდგომას ეკლესია იხსენებს და შეგვახსენებს, რომ სიკვდილი დასასრული როდია, რომ ტანჯვა ჩაივლის და წინ დიდებული ახალი დასაწყისი გველის.
როდის აღინიშნება აღდგომა?
დასავლური ეკლესიები:
კვირა, 2020 წ. 12 აპრილი
კვირა, 2021 წ. 4 აპრილი
კვირა, 2022 წ. 17 აპრილი
კვირა, 2023 წ. 9 აპრილი
კვირა, 2024 წ. 31 მარტი
კვირა, 2025 წ. 20 აპრილი
აღმოსავლური ეკლესიები:
კვირა, 2020 წ. 19 აპრილი
კვირა, 2021 წ. 2 მაისი
კვირა, 2022 წ. 24 აპრილი
კვირა, 2023 წ. 16 აპრილი
კვირა, 2024 წ. 5 მაისი
კვირა, 2025 წ. 20 აპრილი