წითელი​ პარასკევისა​ და​ აღდგომის​ წინა​ კვირადღეს​ ეკლესია​ იერუსალიმში​ სახედარზე​ ამხედრებული​ იესოს​ საზეიმო​ შესვლას​ იხსენებს. ხალხი​ მას პალმის​ ტოტებით​ მიეგება. ამიტომ​ ამ​ დღეს​ ქრისტიანები​ ერთმანეთს​ იმ​ ხის ტოტებს​ ჩუქნიან, რომელიც​ მათ​ ქვეყანაშია​ გავრცელებული, მაგალითად,​ ბზა, ტირიფი​ და​ სხვ. რა​ მოხდა​ იმ​ დღეს​ იერუსალიმში? რას​ ფიქრობდნენ, რას​ ხვდებოდნენ​ ადამიანები, როდესაც​ იესოს​ ეგებებოდნენ?

მოწაფეები​ ისე​ მოიქცნენ, როგორც​ იესომ​ უბრძანა: წავიდნენ​ სოფელში​ და​ მიუყვანეს​ ვირი​ და​ ჩოჩორი​ და​ ზედ​ თავისი​ სამოსელი​ დააფინეს. ვირით​ მომავალ​ იესოს​ ხალხი​ თავის​ სამოსელს,​ ზოგი​ კი​ ხის​ მოჭრილ​ ტოტებს უფენდა​ გზაზე. ხალხი, რომელიც​ იესოს​ წინ​ მიუძღოდა​ და​ უკან​ მისდევდა, ყვიროდა: „ოსანა​ დავითის​ ძეს! კურთხეულია​ უფლის​ სახელით​ მომავალი! quanox ivermectina 0.6 para que sirve ოსანა​ მაღალთა​ შინა!“ (მათე​ 21: 6-9).

ეს​ ადამიანები​ ღვთისგან​ მოვლენილ​ მხსნელს​ ელოდნენ. იესო​ ასეთ​ მხსნელს​ ჰგავდა, მაგრამ​ მხსნელივით​ როდი​ მოიქცა. იუდეველებმა​ იცოდნენ​ წინასწარმეტყველის​ სიტყვები, რომელმაც​ თქვა: მოვა​ ღვთისგან​ მეფე, „მართალი​ და​ გამარჯვებული, თვინიერია​ ის​ და​ ამხედრებულია​ სახედარზე​ და​ ჩოჩორზე, ჭაკი​ ვირის​ ნაშიერზე“ (ზაქარია​ 9:9).

სამეფოშემოსვლა

ყველა​ თავისი​ ქმედებით​ იესომ​ ცხადჰყო, რომ​ ღვთისგან​ მოვლენილი​ დავითის​ ძეა, რომელსაც​ ასე​ დიდხანს​ ელოდნენ. ის​ მეფე​ იყო​ და​ ტახტზე​ უნდა​ დაბრძანებულიყო. მის​ ქალაქში​ მას​ მეფის​ გვირგვინით​ შეამკობდნენ. ხალხს​ ეს​ ესმოდა​ და​ უსაზღვროდ​ ბედნიერი​ იყო. ყველანი​ მტრისგან​ გათავისუფლებას​ ელოდნენ. ალბათ​ გინახავთ​ კადრები, როგორ​ ზეიმობდნენ​ ადამიანები​ მეორე​ მსოფლიო​ ომის​ დასასრულს: უსაზღვრო​ სიხარული, დროშების​ ფრიალი​ და​ ბედნიერების​ მოლოდინი. იერუსალიმში​ შემოსვლის​ სცენა​ ამ​ კადრებს​ გვაგონებს. იესო​ მეფეა, რომელსაც​ სამეფო​ ტახტისკენ​ ღმერთი​ მიუძღვის. გზის​ პირას​ მდგომნი​ ფეხქვეშ​ პალმის​ ტოტებს​ და​ საკუთარ​ სამოსელს​

უფენდნენ, როგორც​ ლამაზ​ ხალიჩას. მართლაც​ რომ​ ღირსეული​ შეხვედრაა​ ახალი​ მეფისა.

განგებულება

ღვთის​ განგებულებით​ ის​ არ​ მოხდა, რასაც​ ხალხი​ ელოდა. იესო​ მართლაც​ მიემართებოდა​ ტახტისკენ​ და​ თავზე​ გვირგვინიც​ დაადგეს. მაგრამ​ მისი​ ტახტი​ მძიმე​ ჯვარი​ იყო, თავზე​ კი​ ეკლის​ გვირგვინი ედგა. hoow does ivermectin work სად​ გაქრა​ ის​ ხალხი​ იმ​ დროს? სად​ გაქრა​ უსაზღვრო​ სიხარული?

იესო​ მხოლოდ​ იუდეველთა​ მეფე​ კი​ არ​ გახდა, არამედ​ მთელი​ ქმნილებისა! იესო​ რომის​ ძალმომრეობისგან​ კი​ არ​ გვათავისუფლებს, არამედ​ ცოდვის​ დამთრგუნველი​ ძალისგან.

არავითარიშეცდომა!

ის, რაც​ იესოს​ იერუსალიმში​ შესვლის​ დღეს​ მოხდა, შეცდომა​ არ​ ყოფილა. უბრალოდ​ ხალხი​ არ​ ელოდა​ და​ ვერ​ გაიგო,​ რაც​ წითელ​ პარასკევსა​ და​ აღდგომას​ მოხდა. where do i buy ivermectin for humans