Untitled-1

დარეგისტრირდი და მე ყოველ დილით სიხარულით გამოგიგზავნი გამამხნევებელ ელ-ფოსტას სახელწოდებით „დაინახე სასწაული“

levan 3


*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.

მთავარი | დაინახე სასწაული

ღმერთს სურს, რომ დღითიდღე შენი ცხოვრება შეცვალოს.

დაინახე სასწაული

მოწმობები

„დაინახე სასწაულის“ კითხვა უდაბნოში ამოხეთქილ წყაროს ჰგავს... ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა“.

„ღმერთმა მომცა ძალა ვაპატიო მათ, ვინც მატკინა. დღეს ეს გვერდი გადავფურცლე და ახლა ღვთის შეწევნით წინ მივდივარ. ქრისტეში მე ყველაფერი შემიძლია, რადგან ის მაძლიერებს.

„დაინახე სასწაულმა“ ჩემს ცხოვრებაზე საოცარი გავლენა მოახდინა. ვიგრძენი, როგორ მოქმედებს სულიწმიდა ჩემს ცხოვრებაში“.

ავტორი

ნება მიბოძეთ გაგეცნოთ. ჩემი სახელია ლევან ახალმოსულიშვილი. ვარ 68 წლის, მყავს მეუღლე და ხუთი შვილი. ვარ ქირურგი ქრისტიანულ კლინიკაში, და როგორც ხუცესი ვემსახურები უფალს თბილისის და კიდევ ორ მცირე ეკლესიაში.

საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში დავიბადე. ჩემი ოჯახი რელიგიურობით არ გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის ჯარში გამიწვიეს და ყაზახეთის რესპუბლიკაში გამანაწილეს. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, დარჩენა და სამედიცინო სასწავლებელში სწავლა გადავწყვიტე.

მესამე კურსზე დავოჯახდი. ვცხოვრობდი, მაგრამ ცხოვრების აზრს ვერ ვპოულობდი. ყოველდღიური პრობლემები გადაუჭრელი მეჩვენებოდა და თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი. ბნელ ოთახში გამოკეტილმა და სუიციდის აზრებით შეწუხებულმა ვიპოვე ბაბუის ნაჩუქარი „ახალი აღთქმა“. გადავშალე, კითხვა დავიწყე ქრისტეს ჯვარცმამ, მისმა ტანჯვამ გული შემიკუმშა დავიჩოქე და ლოცვა დავიწყე, ვტიროდი და პატიებას ვითხოვდი. ლოცვა რომ დავასრულე, გული სიხარულით აღმევსო. ადგილობრივ ბაპტისტურ ეკლესიაში დავიწყე სიარული და ერთი წლის შემდეგ თოთხმეტ გრადუსიან ყინვაში მდინარე ირტიშში მოვინათლე.

მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად საქართველოში დავბრუნდი. აქაც ღმერთის დახმარებით ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმად დავიწყე მუშაობა, თან ეკლესიაში მქადაგებელიც გავხდი. 

ყოველ დღე მე და რამდენიმე ძმა სოფელ-სოფელ დავდიოდით, რათა ღვთის სიტყვა მიგვეტანა მათთან. სიარული საღამოს გვიწევდა, რაც საშიში იყო, ბანდიტები დათარეშობდნენ, ძარცვავდნენ და კლავდნენ. მაგრამ უფალი გვიცავდა. აი, ასეთ საშინელ დროს უფალმა დაგვიფარა, გვაკურთხა და მრავალი ეკლესია დაარსდა.

ჩემი მსახურების ძირითად მიზნად იქცა ყველა ადამიანთან მიმეტანა იმედი, მშვიდობა და სიყვარული, რომელსაც იესო იძლევა. ყოველი დღე ახალი სასწაულია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ერიკ სელერიეს ავტორობის A Miracle Every Day-ის ქართული ვერსია „დაინახე სასწაული“ გამეზიარებინა თქვენთვის, რომელიც შედგება მოკლე, ლაკონიური და ღრმა ყოველდღიური შეტყობინებებისგან. ეს სიტყვები ჰგავს თესლს, რომელიც თქვენს გულში დროთა განმავლობაში აუცილებლად ამოიზრდება და მათი ნაყოფი იქნება სიხარული, მშვიდობა და მუდმივად მზარდი რწმენა ღვთის სიკეთეში.

levan copy
saitistvis levani

ერთ ლოცვას შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

levan 3

ღმერთს შენი ცხოვრების შეცვლა სურს

მიიღე ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.