შენ სასწაული ხარ!
უკვე ხუთი დღეა, რაც დაინახე სასწაულის გამომწერი ხარ. იმედი მაქვს, ეს ყოველდღიური წერილები შენთვის კურთხევაა!
ალბათ უკვე შენიშნე, რომ წერილებში ხშირად ვწერ: „შენ სასწაული ხარ!“.
ბევრი ადამიანი მეკითხება, რატომ ვწერ ასე. ძალიან კარგი კითხვაა!
ამას იმიტომ გეუბნები, რომ არ დაივიწყო. ბევრი ისეთი ადამიანი მინახავს, რომლებსაც თავი არაფრად მიაჩნიათ. მე ღმერთის სახელით გეუბნები: შენ განსაკუთრებული ხარ! შენ სასწაული ხარ!
ეს ფრაზა კიდევ იმიტომ მიყვარს,
- რომ, ჩემი აზრით, ის ადამიანებს ამხნევებს. შენ აძლიერებ და განამტკიცებ ადამიანს, როდესაც ებნები: „შენ სასწაული ხარ. შენ განსაკუთრებული, ძვირფასი და განუმეორებელი ხარ. მადლობა უფალს შენი არსებობისთვის“.
- ამ სიტყვებით მე ღმერთს ვადიდებ, რადგან მხოლოდ მას შეუძლია სასწაულების ქმნა. შენ იმიტომ არსებობ, რომ შენი არსებობა ღმერთმა ისურვა. მას შენს ცხოვრებასთან დაკავშირებული გეგმა აქვს. ამის დასტური ისაა, რომ შენ არსებობ!
- ეს სიტყვები შემოქმედის აღიარებაა, მისდამი მადლიერების გამოხატვაა: „გმადლობ შენი სასწაულებისთვის!“.
ასე რომ, ჩემო მეგობარო, მუდამ გახსოვდეს: შენ სასწაული ხარ!