დიდმარხვა

მარხვა 40 დღეს, აღდგომამდე გრძელდება. ქრისტიანთათვის ეს ლოცვის, იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოლოდინის ხანაა. ზოგ ქვეყანაში მარხვა ნაცრისყრის ოთხშაბათს იწყება, ზოგან კი –​ ხორციელის და ყველიერის შვიდეულების შემდეგ.

დიდმარხვა თავშეკავების ხანაა. ამ პერიოდში​ სანოვაგის მარაგი საგრძნობლად იკლებდა, ამის გამო​ ადამიანები მზად იყვნენ მარხვისთვის. ამ დროს მომარხულეები თავშეკავებულად ცხოვრობენ, ვიდრე წლის სხვა დროს. ასე ემზადებიან ისინი წითელი პარასკევისთვის (როდესაც ქრისტიანები ჯვარცმული იესოს სიკვდილს იგონებენ) და აღდგომისთვის (როდესაც ქრისტიანები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას იგონებენ).

რატომ ორმოცი დღე?

დიდმარხვა ორმოც დღეს გრძელდება (კვირა დღეების გამოკლებით). ის ნაცრისყრის ოთხშაბათს იწყება და დიდ შაბათს სრულდება. ორმოცდღიანი პერიოდი ხშირად იხსენიება ბიბლიაში. დიდმარხვის ორმოცი დღე გახსენებაა იესოს უდაბნოდ ყოფნისა, სადაც მას სატანა აცდუნებდა, სადაც ნათლისღებისა და მსახურებისთვის ემზადებოდა.

მონანიება და მარხვა

დიდმარხვა მონანიების, თავშეკავებისა და აღდგომის დღესასწაულისთვის მზადების, თვითდაკვირვებისა და ლოცვის დროა. პირველი საუკუნეების ეკლესიაში კათაკმევლებს აღდგომის დღეს ნათლავდნენ, ამიტომ დიდმარხვის პერიოდი მათთვის განსაკუთრებული სამზადისის დრო იყო.

დღევანდელი ქრისტიანებისთვისაც დიდმარხვა ღმერთთან ურთიერთობისა​ და მოყვასის მსახურების დროა. მარხვა მხოლოდ გარკვეული პროდუქტების მოხმარებისგან თავშეკავება​ კი​ არ არის, არამედ გარკვეული ჩვევებისგან თავის არიდებაც. მაგალითად, ბევრი ქრისტიანი მარხულობისას უარს ამბობს სოციალური ქსელების მოხმარებაზე.

„მცირე აღდგომა“

დიდმარხვის ორმოცი დღე კვირა დღეების გარეშე იანგარიშება, რადგან ამ დღეს ეკლესია „მცირე აღდგომას“ ზეიმობს. კვირა თავისთავად საუფლო დღეა, ქრისტეს აღდგომის სასიხარულო მოლოდინის დღე!