ეპიფანია ქრისტეშობიდან მეთორმეტე დღეს, 6 იანვარს აღინიშნება. ამ დღეესასწაულით სრულდება საშობაო ზეიმობის პერიოდი. ეპიფანიის დღესასწაული იმ დღის მოგონებაა, როდესაც ყრმა იესოს ბაგაში სამი მეფე (ან სამი მოგვი) ეახლა. ზოგიერთი ეკლესია ამ დღეს იესოს ნათლისღებას ზეიმობს.
იესო ყველა ერისთვის მოვიდა
იესოს თაყვანისცემისთვის შორეული ქვეყნებიდან მოსული მოგვები და მეფეები (მათე 2:1–12) წარმართულ სამყაროს წარმოადგენენ. ამიტომ სახარების ეპიზოდი ცხადყოფს, რომ იესო ყველა ერს აერთიანებს. ამრიგად, ეპიფანიის დღესასწაულისას მთელი სამყაროსთვის იესოს შობის განცხადებას
ვზეიმობთ.
აღმოსავლელ მოგვთა ამბავი
აღმოსავლელ მოგვებს იერუსალიმისკენ ვარსკვლავი მიუძღოდათ. ისინი „იუდეველთა ახალშობილ მეფეს“ (მათე 2:2) ეძებდნენ. ამ სიტყვებმა ჰეროდე შეძრა, რადგან ახალი მეფის დაბადება მის ძალაუფლებას ემუქრებოდა. მან მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გამოჰკითხა ძველ წინასწარმეტყველებათა შესახებ. ivermectina para idosos მათ უთხრეს, რომ წინასწარმეტყველებათა თანახმად, მესია ბეთლემში უნდა შობილიყო. 1% ivermectin injection for fleas, lice, ticks ჰეროდემ მოიხმო მოგვები და უთხრა: „წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას“ (მათე 2:8). ბრძენკაცებმა – გასპარმა, მელქიორმა და ბალთაზარმა იპოვეს სადგომი, სადაც მარიამი და იესო იყვნენ, თაყვანი სცეს მას და მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. შემდეგ კი თავის ქვეყანაში სხვა გზით წავიდნენ, რადგანსიზმარში ეუწყათ, რომ ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ.
ნათლისღება
კათოლიკეებისა და პროტესტანტებისთვის მოგვთა თაყვანისცემა ეპიფანიის მთავარი მოვლენაა, მართლმადიდებელი ეკლესია კი ამ დღეს ნათლისღებას ზეიმობს. ეს დღესასწაული მართლმადიდებლებისთვის ქრისტეშობაზე უფრო
მნიშვნელოვანია.
ტრადიციები
ყველა ქვეყანა ეპიფანიას თავისებურად აღნიშნავს. ზოგან ქრისტიანები, ბავშვებიც და მოზრდილებიც, მოგვთა თაყვანისცემის კოსტუმირებულ წარმოდგენებს აწყობენ. ეპიფანიისას მიღებულია სახლის კურთხევა (რადგან სამი მეფე იოსებს, მარიამსა და იესოს სახლს ესტუმრა), წყლის კურთხევა (რადგან ეს იესოს ნათლისღების დღეა), ნათესავებისა და მეგობრებისთვის საჩუქრების მირთმევა (რადგან სამმა მეფემ იესოს ძღვენი მიართვა), ოჯახური თავშეყრა და მხიარულება.
ესპანეთში ამ დღეს El Dia de los Tres Reyes – სამი მეფის დღეს უწოდებენ. comprar ivermectinum ამ დღეს ქალაქის ქუჩებში დიდი მსვლელობები იმართება, ბავშვები კი თავიანთ ფეხსაცმელს ზღურბლთან ტოვებენ, რათა მოგვებისგან საჩუქრები მიიღონ.