იესოს ცხოვრების ქრონოლოგია

მთავარი | Uncategorized | იესოს ცხოვრების ქრონოლოგია

ძირითადი  სტატია: „იესოს ცხოვრების ქრონოლოგია“  

იესო განსაკუთრებული პიროვნებაა, რომლის გავლენა დღემდე არ განელებულა. ქრისტეშობას მის დაბადებას ვზეიმობთ, წითელ პარასკევსა და აღდგომას მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას ვიგონებთ. მაგრამ ვინ არის იესო სინამდვილეში? როგორ წარიმართა მისი ცხოვრება. გაეცანით მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს.

იესო ხუროს ხელობას ფლობდა. თუმცა მოწიფულობისას ამ საქმეს თავი დაანება სამი წლის განმავლობაში მეგობრებთან ერთად ისრაელის მიწაზე დადიოდა, ასწავლიდა და სასწაულებს ახდენდა. ბევრი მიმდევარი შეიძინა, ბევრმა ირწმუნა მისი სიტყვა მიტევებასა და სამართლიანობაზე.  მისი ცხოვრება დაწვრილებითაა აღწერილი ბიბლიაში და იესოს არსებობას არაქრისტიანული წყაროებიც ადასტურებს.

მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავეცნოთ მის ცხოვრებას.

იესოს ცხოვრების ქრონოლოგია | 4 წ. ქრისტეშობამდე – 30 წ. ქრისტეშობის შემდეგ

იესოს დაბადება და ბავშვობა

იმ დროს არავინ აკეთებდა განცხადებებს შვილის დაბადების შესახებ, არავინ უთითებდა ახალშობილის წონას, სიმაღლეს და დაბადების თარიღს. ამიტომ  იმას უნდა დავჯერდეთ, რაც იმ დროის ავტორებმა დაგვიტოვეს. უმნიშვნელოვანეს წყაროს მათეს, მარკოზის, ლუკას იოანესა და პავლეს ნაწერები წარმოადგენს. ამ ხუთმა ავტორმა იცოდა, რომ იესოს ცხოვრება ძალზე მნიშვნელოვანია და სურდათ, რაც შეიძლება მეტი მოეთხროთ იესოს შესახებ. ეს ნაწერები იესოს ცხოვრების ქრონოლოგიის შედგენაში გვეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ იესოს შობას მხოლოდ ორნი, მათე და ლუკა აღწერენ.

გაბრიელ ანგელოზი მარიამს ეცხადება

მარიამი და იოსები ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი არ ყოფილან იმ დროს, როცა ძეს ელოდნენ. ორივეს გაბრიელ ანგელოზი გამოეცხადა და რჩეული ძის შობა აუწყა.

იესოს შობის წინასწარმეტყველებები

იესოს ცხოვრების ქრონოლოგია მისი დაბადებით კი არა, შობის წინასწარმეტყველებებით იწყება. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ქრონოლოგია, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის იოანე ნათლისმცემელი. ის იესოს ნათესავი იყო, მასზე ექვსი თვით უფროსი (იხ. ლუკა 1:36), იოანე ნათლისმცემელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იესოს ცხოვრებაში. თავად იოანეს ცხოვრებაც წინასწარმეტყველებით დაიწყო.

მოსახლეობის აღრიცხვა

იმპერატორის ბრძანებით ისრაელის ყველა მკვიდრი თავისი წარმოშობის ადგილას უნდა აღრიცხულიყო. ამიტომ იოსები და ფეხმძიმე მარიამი ბეთლემისკენ გაემართნენ.

იესოს შობა

ქალაქი სავსე იყო ახალმოსულებით, ამიტომ სასტუმროებში ადგილი არ იყო. იოსებმა და მარიამმა ღამე სავარაუდოდ ბოსელში გაატარეს. სწორედ აქ იშვა იესო.

თაყვანისცემა

განნცხადება ძის დაბადების შესახებ სულაც არ იყო საჭირო. იოსებს და მარიამს ისეთი ადამიანები ეწვივნენ, რომლებსაც არც კი იცნობდნენ: მწყემსები, რომლებსაც რჩეული ძის დაბადება ანგელოზმა აუწყა და აღმოსავლელი მოგვები, რომლებიც „ებრაელთა ახალშობილ მეფესთან“ ვარსკვლავმა მოიყვანა.

გაქცევა ეგვიპტეში

ახალი მეფის ძიებისას მოგვები ჯერ ჰეროდეს სასახლეში მივიდნენ. ჰეროდე შეშინდა, რომ ახალშობილი ტახტს შეეცილებოდა, ამიტომ მისი ბრძანებით ბეთლემში 2 წლამდე მამრობითი სქესის ყველა ბავშვი დახოცეს. იოსებმა და მარიამმა თავი ეგვიპტეს შეაფარეს.

წყვეტა ქრონოლოგიაში

ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იოსები და მარიამი იესოსთან ერთად ისრაელში დაბრუნდნენ და ნაზარეთში დასახლდნენ.  იესოს ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყრმა ჯანმრთელი და გონებასხარტი იყო.  თუმცა სახარება იესოს ბავშვობის ერთ ეპიზოდს გადმოგვცემს.

12 წლის იესო ტაძარში

12 წლის იესო მშობლებთა ერთად იესრუსალიმში მივიდა, სადაც ოჯახს პასექი უნდა აღენიშნა. უკან რომ ბრუნდებოდნენ, მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ყრმა დაიკარგა. სამი დღე ეძებდნენ და ბოლოს ტაძარში იპოვეს. ყრმა მწიგნობრებს ესაუბრებოდა.

იესოს ცხოვრების უცნობი პერიოდი

სავარაუდოდ, იოსების დარად, იესო ხურო იყო. 12-დან 30 წლამდე მის შესახებ არაფერია ცნობილი.

იესოს ცხოვრების ქრონოლოგია | 2629 ქრისტეშობის შემდეგ

იესოს საჯარო გამოჩენა

იესოს ცხოვრების ქრონოლოგია დაახლოებით 30 წლის ასაკიდან გრძელდება, იმ დღიდან, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა ის მას მესია უწოდა. იოანე ხალხს ნათლობისთვის მოუხმობდა. (napavalley.com) სწორედ ამ დროს მასთან იესო მივიდა.

დაახლოებით 30 წლის ასაკში იესომ ისრაელში ქადაგება დაიწყო. ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია, რადგან მახარებლებმა ეს მოვლენები მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღწერეს. სავარაუდოდ, საჯარო ასპარეზზე იესო 26-29 წელს გამოჩნდა.

იესო ადამიანებს ხვდებოდა, იგავებით ასწავლიდა და სასწაულებს ახდენდა. მოდით, ამ პერიოდის მთავარ მოვლენებს გავეცნოთ.

ნათლისღება

საჯარო ასპარეზზე გამოჩენამდე იესო თავის ნათესავთან, იოანე ნათლისმცემელთან მივიდა. იოანე ადამიანებს ახალი ცხოვრებისთვის ნათლავდა. იესოც მოინათლა.  ამ დროს ცა გაიხსნა და ღვთის  ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.

იესოს გამოცდა უდაბნოში

ამის შემდეგ ღმერთმა იესოს უდაბნოში წასვლა უბრძანა, სადაც ორმოცი დღე უნდა გაეტარებინა. ორმოცი დღე იესო არ ჭამდა და არ სვამდა და მას ეშმაკი ცდიდა. სამჯერ გამოსცადა ეშმაკმა იესო ისე, თითქოს ის ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყო. მაგრამ ვერაფერს გახდა. იესომ უგულვებელყო ყველაფერი, რაც ეშმაკმა შესთავაზა და წმიდა წერილზე მიუთითა. ამის შემდეგ ეშმაკი გაეცალა.

იესოს გამოჩენა ნაზარეთში

უდაბნოში ცდუნების შემდეგ იესო გალილეაში მივიდა. ის სინაგოგებში ქადაგებდა და ადამიანთა გულებში გამოძახილი ჰპოვა. ერთხელ ხელში ესაიას წიგნის გრაგნილი აიღო, მხსნელის მოვლინების წინასწარმეტყველება წაიკითხა და თქვა რომ ის აღსრულდა.

მოწაფეთა მოხმობა

იესო მეგობრებთან ერთად დადიოდა. მსახურების დასაწყისში მან თორმეტი მოწაფე მოიხმო და უთხრა, მას გაჰყოლოდნენ. ის ისრაელში დადიოდა, სინაგოგებში ასწავლიდა და ხალხს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. თორმეტნი, რომელთაც მოწაფეები ეწოდათ, მუდამ თან დაყვებოდნენ.

იესოს პირველი სასწაული

ერთხელ იესო და მისი მოწაფეები კანაში ქორწილში დაპატიჟეს. შუა ნადიმისას მასპინძელს ღვინო გაუთავდა, რაც დიდად სამარცხვინო რამ იყო.  იესომ სუფრის გამრიგეს ღვინის ჭურჭელში წყლის ჩასხმა უბრძანა, შემდეგ კი წყალი ღვინოდ აქცია. ეს იესოს პირველი სასწაული იყო.

[ https://www.youtube.com/watch?v=rE2wukcBpj4 ]

იესო როგორც იუდეველი

როდესაც იესოზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ებრაელი ერის წიაღში იშვა. ბიბლია გვამცნობს, რომ ის ტაზარში დადიოდა და იუდაურ დღესასწაულებს აღნიშნავდა. მას რაბისაც კი უწოდებდნენ. შემთხვევითი არც მისი ნათლისღება ყოფილა. ნათლობა ქრისტიანთა მოგონილი რიტუალი როდია. ის იუდაიზმში იღებს სათავეს.

ბიბლიის პირველი ნაწილი, ძველი აღთქმა, იუდაიზმის წმიდა წერილს, თანახს ეფუძნება. მასში ნაწინასწრმეტყველებია მხსნელის მოვლინება. ქადაგებისას იესო აცხადებდა, რომ წინასწარმეტყველება აღსრულდა. იესოს გამონათქვამები და ცხოვრების მოვლენები თანახზე მიგვითითებს. ამრიგად, იესოს მისია მჭიდროდ უკავშირდება მის ებრაულ წარმოშობას.

იესო კარვობის დღესასწაულს ზეიმობს

კარვობის დღესასწაულისას ისრაელიანები იგონებენ დროს, როდესაც ეგვიპტის ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ კარვებში უწევდათ ცხოვრება. დღესასწაულზე შეკრებილი ხალხი იესოს ქადაგებამ გააოცა, რადგან იცოდნენ, რომ მას სათანადო განათლება არ მიუღია.

იესო დეკაპოლისსა და პერეაში

იერუსალიმისკენ მიმავალი იესო დეკაპოლისსა და პერეაში გაჩერდა. აქ მან რამდენიმე სასწაული მოახდინა: ავი სულით შეპყტობილი და ყრუ განკურნა და ამრიგად სრულიად შეცვალა რამდენიმე ადამიანის ცხოვრება.

იესოს ცხოვრების ქრონოლოგია | 29 წ. ქრისტეშობიდან.

იესოს ცხოვრების უკანასკნელი კვირა

ავტორებმა დაწვრილებით აღწერეს იესოს ცხოვრების უკანასკნელი კვირა, რომელიც მან იერუსალიმში გაატარა. ამ კვირას ქრსტიანები წმიდა, მდუმარე ან ბრწყინვალე შვიდეულს უწოდებენ. მოდით, გავეცნოთ იესოს ცხოვრების უკანასკნელი კვირის მოვლენებს.

დიდებით შესვლა იერუსალიმში

იესო იერუსალიმში მეფესავით შევიდა. ვირზე ამხედრებულს ხალხი მიეგება, პალმის ტოტების ქნევითა და ოსანას შეძახილებით („გვიხსენი“).  იუდეველებს იმედი ჰქონდათ, რომ ის მესიაა და ისრაელს რომაელთა უღლისგან იხსნიდა. ამ დღეს ჩვენ ბზობას ვზეიმობთ.

[ ბზობა ]

იესო ტაძარში

იესო ხშირად დადიოდა ტაძარში. მოვაჭრეებს სატაძრო მოედანი ბაზრად ექციათ. იესო განრისხდა და მეკერმეთა და მტრედების გამყიდველთა დახლები ააყირავა. ის განრისხებული იყო, რადგან ტაძარი ღვთის სახლია და არა სავაჭრო ადგილი.

ქადაგება ტაძარში

იესო მეორედ მივიდა ტაძარში, ამჯერად დამსწრეთა დასამოძღვრად. ქადაგებისას იესო ხშირად მიმართავდა იგავს, სიმბოლოებითა და მეტაფორებით გაჯერებულ მოკლე ამბავს. ყველაზე ცნობილი შეცთომილი ძის იგავია.

იესოს მოკვლის გეგმა

ებრაელ მმართველებს სძულდათ იესო. ისინი კამათისას მასზე გამარჯვებას რთული კითხვების დასმით ცდილობდნენ, იესო კი პასუხობდა და ყოველი პასუხით მათვე ამხელდა. მწიგნობრები და ფარისევლები უფრო და უფრო მეტად ემტერებოდნენ იესოს, რადგან ხედავდნენ, რომ ხალხში გავლენას კარგავდნენ. ამიტომ იესოს გზიდან მოშორება გადაწყვიტეს.

იუდას შეთანხმება იუდეველ ლიდერებთან

იუდას იესოს გაცემა შესთავაზეს. თუკი ის ჯარისკაცებს იესოს შეპყრობაში დაეხმარებოდა, 30 ვერცხლს მიიღებდა.

იესო პასექს იერუსალიმში აღნიშნავს

გაზაფხულზე ებრაელები პასექს ზეიმობენ. ეს ეგვიპტის ორმოცწლიანი ტყვეობიდან გათავისუფლების გახსენების დღეა. იესომ პასექი მეგობრებთან ერთად იზეიმა. ეს მისი უკანასკნელი ვახშამი იყო.

იესოს გაცემა

საიდუმლო სერობისას იესომ აუწყა შეკრებილებს, რომ ერთ-ერთი მათგანი მას გასცემდა. მოწაფეები გაოცებულები იყვნენ. ვინ უნდა ყოფილიყო ეს?

იესო მოწაფეებს ემშვიდობება

იესომ უთხრა მოწაფეებს, რომ მოკვდებოდა, მაგრამ შემდეგ მკვდრეთით აღდგებოდა. ეცადა აეხსნა მათთვის ის, რაც უნდა მომხდარიყო. თავის გამოსასალმებელ სიტყვაში ის მომავალზე საუბრობს და მეგობრების გამხნევებას ცდილობს. მაგრამ მათ ნათქვამი ვერ გაიგეს.

საუფლო ლოცვა

იესომ მოწაფეებს ახალი ლოცვა, მამაო ჩვენი ასწავლა და ლოცვისაკენ მოუწოდა.

[ საუფლო ლოცვა ]

იესოს შეპყრობა

სერობის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები გეთსიმანიის ბაღისკენ გაემართნენ. მალე ჯარისკაცები მოვიდნენ. იუდა იესოს ლოყაზე ეამბორა. ეს იყო ნიშანი ჯარისკაცებისთვის: ეს არის კაცი, რომელიც უნდა შეიპყროთ. სვიმონ პეტრემ იესოს დაცვა სცადა და ერთ-ერთ ჯარისკაცს ყური მოკვთა. მაგრამ იესომ თქვა: „დაე, აღსრულდეს წერილები“. ასე შეიპყრეს იესო.

იესოს დაკითხვა

იუდველმა მთავრებმა იესოს დაკითხვა მოუწყვეს. მას აწამებდნენ და სცემდნენ. მაგრამ რომის სამართლის თანახმად, მათ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ იესო პრეფექტის, პილატე პონტოელის სასახლეში წაიყვანეს.

[ წითელი პარასკევი ]

პილატე პონტოელი

სინამდვილეში პილატეს მიაჩნდა, რომ იესო მხოლოდ ებრაელთა პრობლემაა, რადგან მის ქმედებებში დანაშაული ვერ იპოვა.  ცოლიც კი ევედრებოდა, დაენდო იესო. იგი იესოს გათავისუფლებას ეცადა: ხალხს არჩევანი მისცა, კაცისმკვლელი ბარაბა ან იესო გაეთავისუფლებინათ. მაგრამ ხალხმა ბარაბა არჩია. იუდეველ ლიდრთა ზეწოლა ისე ძლიერი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს პილატემ დათმო. იესოს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ჯვარცმა

იესო ხის ჯვარზეა მილურსმული. ჯვარზე სიკვდილი ძალზე მტანჯველი სასჯელია. იესო გოლგოთას მთაზე ორ მკვლელს შორის ჯვარზეა გაკრული.

იესოს უკანასკნელი სიტყვები

იესომ ხმამაღლა შესძახა ღმერთს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“. მაგრამ ის ასევე შეევედრა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“. მისი უკანასკნელი სიტყვა იყო – „აღსრულდა!“.

იესოს სიკვდილი

იესო ჯვარზე მოკვდა. ჯარისკაცებმა შუბით გვერდი განუგმირეს, რათა მის სიკვდილში დარწმუნებულიყვნენ.

იესოს დამარხვა

მეგობრებმა იესო ჯვრიდან ჩამოხსნეს და იოსებ არიმათიელის ბაღში, კლდეში ამოკვეთილ სამარხში დაკრძალეს. მოწაფეები ჩქარობდნენ, რადგან შაბათი ახლოვდებოდა, ამ დღეს კი ებრაელები მიცვალებულს არ უნდა მიკარებოდნენ.

დიდი შაბათი

ებრაელთათვის შაბათი სიჩუმის და დასვენების დროა. იესოს მოწაფეებისთვის ის შაბათი გლოვის დღე იყო. ძალიან ცოტა რამ არის დაწერილი ამ დღის შესახებ. თუმცა, გადმოცემის თანახმად, იუდამ ისე ინანა თავისი მზაკვრობა, რომ მიღებული ფულის დაბრუნება ისურვა. იუდა ისე ნანობდა ნამოქმედარის გამო, რომ სხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

იესოს საფლავი ცარიელია

როდესაც მარიამ მაგდალელი იესოს საფლავის სანახავად მივიდა, ნახა, რომ ის ღია იყო. და ცარიელი! მარიამი ხორციელად აღმდგარ იესოს შეხვდა. გაიქცა და ეს ამბავი სხვებს შეატყობინა. მაგრამ არავინ დაიჯერა.

იესო ხალხს ეცხადება

იესოს მეგობრები დამწუხრებულები და დაბნეულები იყვნენ. თანადგომას ერთმანეთთან ეძებდნენ. და იესო მათ შორის გაჩნდა. ის ცოცხალი იყო!  40 დღე ის ხვდებოდა ადამიანებს და უყვებოდა იმის შესახებ, თუ რა იქნება.  სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცოცხალი იესო ხუთასმა ადამიანმა იხილა.

როგორ გაგრძელდა ამბავი?

იესოს ჯვარცმით, სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით ამბავი არ დასრულებულა. ის დღესაც გრძელდება. იმისთვის, რომ გავიგოთ, კითხვა უნდა გავაგრძელოთ. აღდგომიდან 40 დღის შემდეგ რაღაც მოხდა.

ცად ამაღლება

40 დღის შემდეგ იესო ზეცაში დაბრუნდა. ზეთისხილის მთაზე ის მეგობრებს დაემშვიდობა და გაამხნევა: ისინი მარტო არ დარჩებოდნენ. შემდეგ მოწაფეები ყვებოდნენ, რომ ის ღრუბელში გაუჩინარდა და ცად ამაღლდა. იესო მამასთან დაბრუნდა.

[ ამაღლება  ]

სულთმოფენობა

10 დღის შემდეგ იესოს მოწაფეები სულიწმიდით აღივსნენ. მათ მთელი გულით სურდათ, მთელი მსოფლიოსთვის ეუწყებინათ იესოს შესახებ.  სულთმოფენობა ეკლესიის დაბადების დღეა.  მოწაფეები ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდნენ და ყველას აუწყებდნენ, რომ იესო ცოცხალია! ეს უწყება თითქმის ყველა მათგანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბევრი მათგანი საშინელი სიკვდილით მოკვდა. მაგრამ მათ გულებს ეჭვი აღარ გაკარებია. მას შემდეგ 2000 წელი გავიდა და 2,3 მილიარდ ადამიანს დღესაც სწამს, რომ იესო ცოცხალია!

2021 ქრისტეშობიდან.
ახლა?

იესომ უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ ქვეყნიერებაზე. ქრისტიანობა ყველაზე მრავალრიცხოვანი და მზარდი რელიგიაა მსოფლიოში. 2021 წელს 2.3 მილიარდ ადამიანს სწამს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა.  მსოფლიოს ყველა კუთხეში არის სხვადასხვა კონფესიების ეკლესიები. ქრისტიანები დაუზარელად ყვებიან იესოსთან მათი პიროვნული კავშირის შესახებ. მათთვის ეს მხოლოდ შთაგონების წყარო კი არა, სასიცოცხლო ძალაა. ისინი იესოს ერთგული მიმდევრები არიან.

რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა?

მოკლე და მარტივი კითხვაა, თუმცა ამაზე შეიძლება ბევრი რამ ითქვას… მართლაც, რა არის იესოს მიმდევრობის არსი?