მართა და მარიამი

მთავარი | ბიბლია | მართა და მარიამი

სტუმართმოყვარეობა ახლო აღმოსავლეთს კულტურის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ასე იყო ბიბლიურ ხანაშიც, ასეა დღესაც. ამიტომ, როცა იესო იერუსალიმში თავის მეგობრებს ესტუმრა, ისინი სათანადოდ უნდა დახვედროდნენ. კარგი მასპინძლობისთვის კარგი სადილი უნდა მოემზადებინათ.

დები მართა და მარიამი იესოს ახლო მეგობრები იყვნენ. ეს მოკლე ამბავი (იხ. ლუკა 10:38-42) ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟს გაგაცნობს.  უყურე ამ ამბავს „ქვიშაზე დახატულ იგავში“.

ისევე, როგორც ბიბლიის ბევრი სხვა ამბავი, ეს ისტორიაც ერთგვარი სარკეა. შენ როგორ მოიქცეოდი? თანაუგრძნობ მართას, რომელიც ასე გულმოდგინედ ცდილობს, ამდენ სტუმარს გაუმასპინძლდეს, მარიამი კი მას არ ეხმარება?  იესო სხვაგვარ თვალსაზრისს გვთავაზობს – იმაზე, რაც დროებითია და იმაზე, რაც მარადიულია.