„გაუშვი ჩემი ხალხი“, – სთხოვა მოსემ ფარაონს. ისრაელის ღმერთის სიტყვისამებრ მას ებრაელები ეგვიპტის ტყვეობიდან უნდა ეხსნა.
მოსეს ამბავი ძალზე უჩვეულოა. ის მონის შვილი იყო, მერე კი ეგვიპტის წარჩინებულთაგანი გახდა, თუმცა წარმოშობით ეგვიპტელი არ ყოფილა. მერე მას ალმოდებული მაყვლოვანიდან ღმერთმა მიმართა.
მოსეზე ბევრი რამ ვიცით. მისი ამბავი ისრაელის ხალხის ისტორიის ნაწილია. დაიწყეთ ამ ამბის კითხვა გამოსვლის წიგნის პირველი თავიდან. აუჩქარებლად წაიკითხეთ ეს საოცარი ამბავი!