პეტრეს მიერ უარყოფა

მთავარი | ბიბლია | პეტრეს მიერ უარყოფა

რას მოიმოქმედებდი, რომ დაგეჯერებინა – განმათავისუფლებელი მოვიდა და ნანატრი თავისუფლება მოიტანა? პეტრეს და მრავალ სხვა ადამიანს სჯეროდა, რომ რაღაც ახალი იწყებოდა. წარმოგიდგენიათ, როგორ მიეგება იერუსალიმი იესოს?  ისრაელის დედაქალაქის მკვიდრნი პალმის რტოებს იქნევდნენ და სჯეროდათ, რომ ნანატრი თავისუფლება ახლოსაა.

მაგრამ იესო რომაელებმა შეიპყრეს.

პეტრეს ეშინოდა, მაგრამ მაინც მივიდა იქ, სადაც იესო უნდა დაეკითხათ და ეწამებინათ. ერთმა ქალმა ჰკითხა, ხომ არ იყო ის იესოს მიმდევართაგანი და პეტრესგან პასუხად მტკიცე უარი მიიღო. პეტრემ სამჯერ უარყო ის, რომ იესოს მოწაფე იყო. მერე კი მამალმა იყივლა. და პეტრეს იესოს სიტყვები გაახსენდა: სანამ მამალი იყივლებს, სამჯერ უარმყოფ. პეტრე ეზოდან გამოვიდა და მწარედ ატირდა.

წარმოიდგინე, რას იგრძნობ, როცა კვლავ შეხვდები შენს მეგობარს მას მერე, რაც სიკვდილის პირას, განსაცდელში მიატოვე, თანაც მასთან ნაცნობობაც კი უარყავი. სწორედ ეს იგრძნო პეტრემ, როცა დილით ადრე მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს შეხვდა. და იესომ მარტივი კითხვა დაუსვა: გიყვარვარ?

სამჯერ ჰკითხა.

პეტრეს უმძიმდა. იქნებ, იესოსთვისაც მძიმე მომენტი იყო. მაგრამ ურთიერთობა აღდგა. მეტიც: იესოს პეტრესთვის პირობა და დავალება აქვს. მან სამწსოსთვის, იესოს მიმდევართათვის უნდა იზრუნოს. პეტრე გახდა მთავარი მოციქული ახალი ეკლესიისა, რომელიც სულთმოფენობის დღეს დაიბადა.

ის, ვინც რაიმე საშინლად ცუდი ჩაიდინა, განწირული არ არის. ეს ამბავი მიტევების, ურთიერთობის აღდგენის შესახებ მოგვითხრობს.