25 დეკემბერს ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით, ნაძვისხეს ვრთავთ, ვმღერით სიმღერებსა და საგალობლებს ანგელოზებზე, მწყემსებსა და ბაგაში მწოლიარე ყრმაზე.
დეკემბრის საამო და მხიარული განწყობის მიზეზი ებრაელი ბიჭია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში შუა აღმოსავლეთში, ქალაქბეთლემში, ახალშეუღლებული წყვილის, იოსებისა და მარიამის ოჯახში იშვა.
საშობაო რომანტიკა
ეჟვანის ხმებად ხომ არ ჩაგესმით ეს სახელები: ბეთლემი, იოსები, მარიამი, ყრმა იესო? იქნებ, ქრისტეშობისკოსტუმირებულ პიესაშიც მიგიღიათ მონაწილეობა? ალბათ, სახლში პატარა ბაგაც გაქვთ, რომელსაც ყოველ დეკემბერს გამოსაჩენ ადგილას დგამთ ცხვრებით, მწყემსებით, მოგვებით, ანგელოზებით, ნათელი ვარსკვლავით. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულია. მრავალიადამიანისთვის შობა სიხარულით სავსე დროა, მორთული სახლებითა და ოჯახური თავშეყრებით. მაგრამ განა ამაშია შობის აზრი?
როდის იშვა იესო?
ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ იესო 25 დეკემბერს არ შობილა. მაშ რატომ აღვნიშნავთ შობას სწორედ ამ დღეს? ქრისტეშობამ ჩაანაცვლა სხვა დღესასწაულები, რომლებიც იესოს დაბადებამდე მრავალი საუკუნე აღინიშნებოდა. მართალია, იესოს შობას 25 დეკემბერს ვზეიმობთ, მაგრამ სინამდვილეში მისი დაბადების თარიღი ჩვენთვის უცნობია. სახარებისეული უწყება, რომ მწყემსები ამ დროს „ველად იდგნენ“ (ლუკა2:8), იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს გაზაფხულზე ან ზაფხულში უნდა მომხდარიყო.
ნათელი ბნელში ნათობს
ქრისტეშობისას სახლებს ნაირფერი ნათურებითა და სანთლებით ვრთავთ. ასე შემთხვევით როდი ვიქცევით: სწორედ ესაა ქრისტეშობის გზავნილი. იესოს შობა ნათელია, რომელმაც უკუნისი ბნელი გაანათა. „მშვიდობა ქვეყნად“(ლუკა 2:14),–გალობდნენ ანგელოზები. მაგრამ მშვიდობა ერთბაშად როდი დამყარდა. მშვიდობის მიზეზი ერთ ჩვეულებრივ ოჯახში შობილი ბიჭია. ასე გვაძლევს ღმერთი მშვიდობას–სათუთს, პატარას და მრავალთათვის უჩინარს.
რა ელოდა ყრმა იესოს?
ბიჭი გაიზარდა და დღეს ჩვენ მისი მოძღვრების თანახმად ვცდილობთ ცხოვრებას, მისი მიწიერი ცხოვრების მოვლენებს, მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას აღვნიშნავთ. ჩვენს სამყაროში ნათელი შემოვიდა. ბნელის დამარცხება სანთლის სუსტ ალსაც შეუძლია