როგორ დაწესდა ქრისტიანული დღესასწაულები?

მთავარი | შეკითხვა | როგორ დაწესდა ქრისტიანული დღესასწაულები?

ჩვენს კალენდარში ბევრი ქრისტიანული დღესასწაულია: შობა, აღდგომა, სულთმოფენობა. მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს ქრისტიანები ზეიმობენ და იხსენებენ იესოს მიწიერი ცხოვრების მოვლენებს. სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში დღესასწაულები სხვადასხვაგვარად აღინიშნება,​ მაგრამ მთელი საქრისტიანო ზეიმობს და იგონებს იესოს შობას, ვნებას, სიკვდილსა და აღდგომას.

რატომ აღვნიშნავთ შობას?

შობის დღესასწაული იესოს დაბადების გახსენებაა. იესოს მოვლინება ღმერთსა და ადამიანს შორის ახალი ურთიერთობის დასაწყისია. (Tramadol) წაიკითხეთ მეტი დღესასწაულის შესახებაქდა უყურეთ საშობაო ამბავსაქ.

სამი მეფის დღესასწაული

პირველი, ვინც ყრმა იესოს ესტუმრა, სამი მეფე იყო. იმ დღეს მსოფლიომ იესო გაიცნო. სამი მეფის დღესასწაულის დღეს ასევე ეპიფანია, ან იესოს ნათლისღება აღინიშნება. ნათლისღება იესოს განცხადების დღეა. როგორ აღინიშნება სამი მეფის დღესასწაული? (Xanax) წაიკითხეთაქ.

როდესაც იესო 30 წლისა გახდა, ქვეყანაში მოგზაურობა და მოწაფეების​ შეკრება დაიწყო. ბიბლია მოგვითხრობს იესოს ცხოვრების საოცარი მოვლენების შესახებ და მის მოძღვრებას გადმოგვცემს. გადავხედოთ იმ დღესასწაულებსა და ღირსშესანიშნავ დღეებს, რომლებიც იესოს მიწიერი ცხოვრების ბოლო პერიოდის მოვლენებს, ვნებასა და სიკვდილს გვახსენებს. სხვადასხვა ქვეყნის დღესასწაულებში იესოს ვნება სხვადასხვაგვარად აისახა.

რისთვის გვჭირდება დიდმარხვა?

დიდი მარხვა ქრისტეს სიკვდილამდე ორმოცი დღით ადრე იწყება. ბიბლია ასეთ​ თავშეკავებას იმისთვის გვთავაზობს, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგვიადვილდეს. ხანმოკლე შიმშილობა გონებას წმენდს. დიდმარხვა ფიქრისა და ლოცვის დროა. მაგრამ ის ასევე მსხვერპლიცაა. ამგვარი თავშეკავებით ვმადლობთ უფალს იმისთვის, რაც მან მოგვცა. შეიტყვეთ მეტი დიდმარხვის შესახებაქ.

რატომ აღვნიშნავთ წითელ პარასკევს?

იესო შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მისი სიკვდილის დღეს წითელ პარასკევს ვუწოდებთ. მართლაც რომ სევდიანი დღეა. რა უნდა იყოს მასში სადღესასწაულო? თუმცა​ ქრისტიანებს სწამთ, რომ იესოს სიკვდილი სულაც არ არის დასასრული: სამი დღის შემდეგ ის​ მკვდრეთით აღდგა. და ეს კეთილი ცნობაა. როგორ აღინიშნება წითელი პარასკევი? წაიკითხეთაქ.

რას ვზეიმობთ აღდგომის დღეს?

აღდგომა უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია. ამ დღეს იესომ გამოგვიცხადა, რომ ნამდვილად ღვთის ძეა. ღმერთი სიკვდილზე ძლიერია; იესომ დათრგუნა სიკვდილი. მისი სიკვდილი უფლის მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლია, რომლითაც მან კაცთა ცოდვები გამოისყიდა. წაიკითხეთ აღდგომის შესახებაქ და გაეცით პასუხი კითხვას: რატომ არის ეს დღესასწაული ასე მნიშვნელოვანი?

იესო ცოცხალია! 40 დღის განმავლობაში ის​ ესაუბრება თავის მოწაფეებს და ცდილობს მეტი ასწავლოს ღვთის სიყვარულის შესახებ,​ მაგრამ მუდამ ვერ ივლის დედამიწაზე. იესოს ამაღლებისას მოწაფეებს მასთან დამშვიდობება მოუწევთ.

რას ნიშნავს ამაღლება?

ალბათ, ეს ყველაზე უცნაური დღეა საუფლო დღესასწაულთა შორის. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, იესო ცად ამაღლდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა იესოს ცხოვრებაში: მან დაასრულა თავისი მიწიერი მსახურება და დაბრუნდა მამასთან, როგორც ძე ღვთისა. დაწვრილებით შეიტყვეთ იესოს ამაღლების შესახებაქ.

რა არის სულთმოფენობა?

იესოს მეგობრები მარტო დარჩნენ. მათ ნამდვილად არ იცოდნენ, როგორ ემოქმედათ, რა გაეკეთებინათ.აქამდე მათ წინამძღოლი ჰყავდათ – იესო, ის, ვინც მოქმედებისთვის შთააგონებდა;აქამდე იქ მიდიოდნენ, საითაც იესო გაუძღვებოდა. და ახლა? მათ ეულად და უმწეოდ იგრძნეს თავი,​ მაგრამ ამაღლებიდან 10 დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ღმერთს არ მიუტოვებია მოციქულები. ღმერთმა მათი გულები ვნებითა და მოქმედების სურვილით აღავსო. ამიერიდან ის​ მათ ზეციდან კი არა, გულთა სიღრმიდან ხელმძღვანელობს. როგორ ხდება ეს? სულთმოფენობის შესახებაქ​ შეიტყობთ.