საუფლო ლოცვა

მთავარი | ბიბლია | საუფლო ლოცვა

საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“, ქრისტიანული ლოცვაა, რომელიც, ახალი აღთქმის თანახმად, მორწმუნეებს იესომ ასწავლა.

ერთხელ მოწაფეებმა იესოს სთხოვეს, ესწავლებინა მათთვის, თუ როგორ უნდა ილოცონ (იხ. ლუკა 11:1-13).  იესომ მოწაფეებს ლოცვა ასწავლა და მას შემდეგ მას მთელ მსოფლიოში ყოველ დღე მილიონობით ადამიანი წარმოთქვამს. შენც ამ ლოცვით ლოცულობ?

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყოს სახელი შენი.
მოვიდეს სუფევა შენი,
იყოს ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა
ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა
მოგვეც ჩვენ დღეს. და მოგვიტევე ჩვენ
თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ
თანამდებთა ჩვენთა.
და ნუ შეგვიყვან ჩვენ
განსაცდელში,
არამედ გვიხსენ ჩვენ
ბოროტისაგან.
რადგან შენია სუფევა
და ძალი, და დიდება
საუკუნეთა მიმართ.
ამინ.