სულთმოფენობის დღეს მთელი მსოფლიოს ქრისტიანები სულიწმიდის გარდამოსვლას ზეიმობენ. დღესასწაული კვირას, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს (სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ‘pentekoste’, რაც „ორმოცდამეათეს” ნიშნავს) და ამაღლებიდან მეათე დღეს აღინიშნება.
სინამდვილეში, სულთმოფენობა ეკლესიის დაარსების დღეა, რადგან ეს დასაწყისია ეკლესიის მსოფლიო მსახურებისა. ეს ის ჟამია, როდესაც ღმერთი სულიწმიდაში აცხადებს თავის მყოფობას კაცთა შორის. ის ჩვენ მიღმა კი არ მყოფობდა, არამედ ჩვენში მოვიდა.
სამება
სულიწმიდა წმიდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის მესამე წევრია. ამგვარად ესმით ქრისტიანებს ღმერთი, რომელიც ბევრად აღემატება ჩვენი გაგებისა და შემეცნების უნარს. para que serve ivermectina 6mg bula
როგორ აღინიშნება სულთმოფენობა?
ეკლესიებისთვის ეს სიხარულის დღეა. ეკლესიის მსახურთა შესამოსელში ხშირია წითელი კაზმულობა, როგორც სიმბოლო ცეცხლის ენებისა, რომლებშიც სულიწმიდა გარდამოვიდა დედამიწაზე. ეკლესიები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ზეიმობენ.
სულთმოფენობის სიმბოლოები
საუკუნეთა მანძილზე საეკლესიო ტრადიცია სულიწმიდასა და სულთმოფენობას სხვადასხვა სიმბოლოს მეშვეობით გადმოგვცემს. ალბათ, თქვენთვის კარგადაა ცნობილი ცეცხლის ალის, ქარის, ღვთის სუნთქვისა და მტრედის სიმბოლოები. praziquantel and ivermectin tablets uses
პირველი სულთმოფენობა
სულიწმიდის გარდამოსვლა ებრაელთა მოსავლის აღების დღესასწაულის, „შავუოთის“ დღეს მოხდა. ამ დღეს ისრაელიანნი ღმერთს პირველმოწეულ ნაყოფს უძღვნიდნენ და ეს დღე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა. სწორედ ამ დღესასწაულს ზეიმობდნენ მოციქულები, როდესაც მათზე სულიწმიდა გარდამოვიდა. როდესაც ეს მოხდა, შეკრებილებს ძლიერი ქარის ხმა მოესმათ და მოწაფეთა თავზე ალის ენების მსგავსი დაინახეს…
სულიწმიდით შთაგონებული მოციქულები კი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამ ამბის მომსწრეებს ეგონათ, მოწაფეები დათვრნენ, მაგრამ პეტრე მოციქულმა ამცნო შეკრებილებს, რომ მოციქულები სულიწმიდით აღივსნენ.
ორმოცდაათიანელი ქრისტიანები
სულთმოფენობა ძალზე მნიშვნელოვანი დღეა ყოველი ქრისტიანისთვის, მაგრამ ორმოცდაათიანული ეკლესიებისთვის ეს განსაკუთრებული დღესასწაულია. ორმოცდაათიანელებს მორწმუნეთა მიერ სულიწმიდის პიროვნული გამოცდილების სწამთ არა მხოლოდ სულთმოფენობის დღეს, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.
როდის აღინიშნება სულთმოფენობა?
სულთმოფენობა 2019: ივნისი 9
სულთმოფენობა 2020: მაისი 31
სულთმოფენობა 2021: მაისი 23
სულთმოფენობა 2022: ივნისი 5