ფსალმუნი 138

მთავარი | ბიბლია | ფსალმუნი 138

ადამიანისთვის ერთობ რთულია საკუთარი თავის შეცნობა. ხშირად ისე ხდება, რომ გარე სამყარო უფრო გასაგებია, ვიდრე შინაგანი. მაგრამ საკუთარი თავის შეცნობა შემოქმედის დიდების შეცნობაა. დადექი სარკის წინ და შეხედე. გაიღიმე. ჰო, ეს შენ ხარ. გეთაყვა, გაუღიმე ამ სახეს. რადგან შენ საოცრება ხარ. იქნებ იცი კიდეც ამის შესახებ, მაგრამ ვერ გრძნობ ან დაგავიწყდა.

138-ე ფსალმუნში მეფე დავითი უფლის საქმეთა გამო გაოცებას გამოხატავს.

შენი შემოქმედი ღმერთი შენ გიცნობს. მან შენი აზრები იცის. მან იცის, სად მიდიხარ და სად ჩერდები. ნუ ეცდები უფლისგან გაქცევას, შენ ამას ვერ შეძლებ. ზეცაში ასვლა სცადე. რა თქმა უნდა, იქ ღმერთი დაგხვდება. და თუნდაც სიკვდილის სამეუფოში ჩახვიდე, ღმერთი მაინც შენთან იქნება.

გასაჭირშიც და სიხარულშიც ის შენთანაა. ამიტომაა ეს ძველი საგალობელი ასე მანუგეშებელი. ღმერთი ყველგანაა და მის მყოფობას ვერსად წაუხვალ. თუკი ნათელში ხარ, ღმერთი იქ არის, თუკი ბნელში ხარ, ღმერთი იქ არის. თუკი ჯოჯოხეთში ხარ, ღმერთი იქ არის.

138-ე ფსალმუნში ნათქვამია:  ​

„ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ,

ქვესკნელში რომ ჩავიდე, – იქაც ხარ შენ!“.

გადაიღე სელფი. შეხედე, რა საოცრებაა. ღმერთი შენთანაა შენი გაჩენიდანვე. ის მანამდეც გიცნობდა. შესაძლოა, მოსიყვარულე მშობლები გყავს. გაგიმართლა. ეს ხომ კურთხევაა! შესაძლოა, არ გაგიმართლა. იცოდე, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. შემოქმედი შენში იმ სასწაულს ხედავს, რომელიც ხარ. და ვინც არ უნდა იყო, ის შენთან იქნება. მუდამ.