როდესაც იესოს 30 წელი შეუსრულდა, მის შესახებ უკვე მრავალმა ადამიანმა იცოდა. ის მისი დეიდაშვილის, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში მოინათლა. ნათლობისას ცა გაიხსნა, მტრედის სახით სულიწმიდა გარდამოვიდა და იესოზე დაივანა (იხ. იოანე 1:19-34). ეს სასწაული იყო და ვინც ის იხილა, იესოს პირველი მიმდევრები გახდნენ. ამ მიმდვერებს კანის გალილეაში, ქორწილში ვიხილავთ.
სიმბოლურია, რომ იესოს სწორედ ქორწილში ვხედავთ. ის ესწრება ნადიმს, რომელიც ორი ადამიანის სასიყვარულო კავშირის აღსანიშნავად გაიმართა. ნადიმს იესოს დედა, ოჯახის წევრები და მეგობრებიც ესწრებოდნენ. შესაძლოა, https://slotogate.com/th/ ქორწილისთვის განკუთვნილი თანხა შეზღუდული იყო, რადგან შუა ნადიმისას ღვინო გათავდა. უხერხული ამბავია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მექორწილეებს იესო მიეშველა.
განსაკურებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პირველი სასწაული იესომ სწორედ ქორწილში მოახდინა. მან იზრუნა იმისთვის, რომ ახალგაზრდა წყვილის მტკიცე ოჯახი სტუმრებისთვის ჯეროვანი ზრუნვით დაწყებულიყო. ასე გამოავლინა იესომ „თავისი დიდება და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა“, – მოგვითხრობს იოანე (იოანე 2:11).
დაფიქრდი: რა შეიტყვე ამ ამბიდან? რა არის იესოს პრიორიტეტები? რას გეუბნება ეს ამბავი შენი პრიორიტეტების შესახებ?