წითელ პარასკევს მთელი მსოფლიოს ქრისტიანები იხსენებენ იმ დღეს, როდესაც იესოს სიკვდილი მიუსაჯეს და ჯვარს აცვეს გოლგოთის მთაზე. ზოგ ქვეყანაში ამ დღეს დიდ პარასკევს, შავ პარასკევს ან კეთილ პარასკევს უწოდებენ. ამ დღეს ისრაელის სინედრიონმა რომის იმპერატორის ნაცვალს მკრეხელობისთვის იესოს შეპყრობა სთხოვა. ამ დღის ამბავი იმით სრულდება, რომ იესო ჯვარს ეცვა და მოკვდა იერუსალიმის სიახლოვეს.
რამდენიმე დღით ადრე, კვირადღეს, იერუსალიმში მოსულ იესოს ხალხი ზარ-ზეიმით მიეგება, რადგან ღვთისგან მოვლენილი მხსნელი ეგონათ. მაგრამ პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ძალაუფლების წარმომადგენლებმა – იმპერატორის ნაცვალმა პილატე პონტოელმა, მეფე ჰეროდე ანტიპამ და მღვდელმთავარმა იოსებ კაიაფამ ის სიკვდილით დასაჯეს. ისინი ერთად მოქმედებდნენ, მსგავსად დემონური ძალებისა, რათა იესო მოეკლათ. უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთმა კი არ მოკლა იესო, არამედ კაცობრივმა კულტურამ და ცივილიზაციამ. ღმერთს იესოს მოკვლა არ მოუთხოვია. mectizan stock ჩვენ ის ჩვენი ნებით მოვკალით…
რატომ მოკვდა იესო?
მაგრამ რატომ მოკვდა იესო ჩვენი ცოდვებისთვის? ასე გვეუბნება ბიბლია. ის ჩვენი ცოდვებისთვის, ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა. ღვთის ერთგულებით აღასრულა იესომ მამის ნება და თავისი სისხლით გამოისყიდა ცოდვილები. იესოს სისხლი არ ყოფილა ღმერთისთვის გადახდილი საზღაური, არ ყოფილა რიტუალური მსხვერპლშეწირვა. ღმერთს ეს არ სურდა. იესომ სისხლი მამის მორჩილებით დაღვარა, რათა ჩვენთვის ღვთის შენდობა განეცხადებინა… თუნდაც ამისთვის ჯვარს ეცვათ! ერთხელ იესომ ფარისევლებს ასეთი რამ უთხრა: „წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი“ (მათე 9:13). სწორედ ეს გააკეთა იესომ. მან წყალობით იცხოვრა და წყალობისთვის მოკვდა, სიკვდილის წინ ცოდვები შეუნდო მასავით ჯვარცმულ ყაჩაღს.
გაშლილი მკლავები
ყურადღებით შეხედეთ ჯვარცმულს. თავისი გაშლილი მკლავებით ის მოიცავს კაცობრიობის ყველა ხარვეზს, მასში არსებულ ბოროტებას, ცოდვებს, ეგოიზმს, თავკერძობას. მას თავზე ეკლის გვირგვინი ადგას. ხალხი ელოდა მეფეს, რომელიც ყველაფერს გამოასწორებდა, მაგრამ ეს ის მეფე როდია, რომელსაც ელოდნენ. „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23,34). ჯვარზე გაკრული იესო ძლივსღა სუნთქავს და მაინც ჩვენთვის ლოცულობს. pierre kory ivermectin ეს ის მეფე კი არ არის, რომელსაც კაცობრიობა ელოდა, არამედ ის, რომელიც კაცობრიობას ასე ძლიერ სჭირდება. ის, ვინც დაითმენს მთელ ბოროტებას, რომლის გულში არ დაილევა სიყვარული და მიტევება.
რატომ ვზეიმობთ წითელ პარასკევს?
ერთი შეხედვით, სევდიანი დღეა: უდანაშაულო ადამიანი უსამართლოდ დაისაჯა. მაშ, რა არის საზეიმო? მოდით, დავუფიქრდეთ იმას, რაც მოხდა. იმ დღის უკუნეთში ჩვენ ვიხილეთ, რომ ღმერთმა ყველაფერი კვლავ კეთილად წარმართა. იესოს არ დაუწყევლია თავისი მდევნელები, მან ჩვენი ცოდვები იტვირთა და ამგვარად გამოგვიცხადა, ვინ არის ღმერთი–კაცი, რომელიც ჯვარს აცვეს. ყველაზე შავბნელ დღეს უფალმა განგვიცხადა, რომ მიიღებს უსამართლო განაჩენს და მოკვდება, მაგრამ არ გაგვწირავს და არ დაგვტოვებს უსასოოდ. ჯვარცმული იესო მკლავებს გვიხსნის და გვეუბნება, რომ მოიცავს ყველაფერს, რაც არის ჩვენს ცხოვრებაში არასწორი, ბნელი, დაფარული, ბოროტი. გაცილებით მეტის აღდგენაა შესაძლებელი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!
ამბავი არ დასრულებულა
ეს ამბავი სულაც არ არის სევდიანი. ქრისტიანებს სწამთ, რომ ამით არაფერი სრულდება. იესოს ამბავი მისი სიკვდილით არ დასრულებულა. ivermectin dosage for roundworms in dogs წითელ პარასკევს შაბათი მოსდევს, კვირა დღეს კი ახალი შვიდეული იწყება. აღდგომა მოდის! და ამ დღემ ყველაფერი შეცვალა!
როდის აღინიშნება წითელი პარასკევი?
დასავლური ეკლესიები:
2020 წ. 10 აპრილი
2021 წ. 2 აპრილი
2022 წ. 15 აპრილი
2023 წ. 7 აპრილი
2024 წ. 29 მარტი
აღმოსავლური ეკლესიები:
2020 წ. 17 აპრილი
2021 წ. 30 აპრილი
2022 წ. 22 აპრილი
2023 წ. 14 აპრილი
2024 წ. 3 მაისი