ვინ ვართ და რას ვაკეთებთ
Mesia.ge საერთაშორისო ქსელის, Jesus.net Foundation-ის ნაწილია. Jesus.net წარმოადგენს გლობალურ საერთაშორისო ქსელს, რომელიც აერთიანებს 85-ზე მეტ ქრისტიანულ ორგანიზაციას და მისიას, რომელთა საქმე ონლაინ ევანგელიზაცია და დამოწაფებაა. ჩვენ ვხედავთ, რა გავლენას ვახდენთ ადამიანების ცხოვრებაზე: ყოველ წუთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, მეტი შეიტყოს იესოს შესახებ.
Jesus.net-ს გრანდიოზული ოცნება აქვს და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ოცნება უფალმა ჩაგვიდო გულებში.
წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ყოველ ადამიანს მიუწვდება ხელი სახარებაზე, შეიმეცნებს ღმერთს, იზრდება იესოში და შეუფერხებლად შეუძლია თავისი რწმენის გაზიარება.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ოცნება სინამდვილედ იქცევა. 2020 წელს მთელ მსოფლიოში ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყო დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანისთვის. უახლოეს წლებში ეს რიცხვი გაიზრდება. წამოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით შეძლებენ სახარების შესწავლას და გაზიარებას.