mesia.ge-ს შესახებ

მთავარი | mesia.ge-ს შესახებ

Jesus.net წარმოადგენს საერთაშორისო ქსელს, რომელიც აერთიანებს ონლაინ ევანგელიზაციის და დამოწაფების მისიაში ჩართულ 85-ზე მეტ ორგანიზაციას. მათ ერთი ოცნება და ერთი სტრატეგია აქვთ - ყოველდღიურად დაეხმარონ ადამიანებს ქრისტესკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში.

 

ოცნება

Jesus.net-ს გრანდიოზული ოცნება აქვს და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ოცნება უფალმა ჩაგვიდო გულებში.

 

წარმოიდგინეთ სამყარო,
   რომელშიც ყოველ ადამიანს
 თავისუფლად მიუწვდება ხელი სახარებაზე,
      შეიმეცნებს ღმერთს, იზრდება იესოში და
შეუფერხებლად აზიარებს რწმენას.

 

სხვადასხვა სამრევლოებთან, კერძო პირებთან, მოხალისეებთან ერთად ჩვენ ამ ოცნების სინამდვილედ გადაქცევას ვცდილობთ.

თუ გეჩქარება, მარტო წადი.
თუ შორი გზის დაძლევა გსურს, სხვები გაიყოლე.
აფრიკული ანდაზა

როგორ ვმოქმედებთ

სტრატეგია

როდესაც ადამინს რაიმე კითხვა უჩნდება, ის ხშირად პასუხს ინტერნეტში ეძებს. ჩვენ შევქმენით სტრატეგია, რომლის მეშვეობით მაძიებლები სახარებას ინტერნეტის მეშვეობით შეისწავლიან და რწმენაში გაიზრდებიან. ამ სტრატეგიას „ქვების ბილიკი“ დავარქვით. ის მოიცავს ოთხ ფაზას, რომელთა გავლას ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტების და ვებსაიტების მეშვეობით შეძლებთ.

 

წვდომა: ჩვენ ვუკავშირდებით ადამიანებს, რომლებიც რწმენას, სასოებას და სიყვარულს ეძებენ, ადამიანებს, რომელთაც თავიანთ კითხვებზე პასუხების მიღება სურთ.
ცოდნა: ჩვენ ვაცნობთ მაძიებლებს სახარებას და ვასწავლით, რა არის ქრისტიანული რწმენა. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს გამოგვეხმაურონ/ილოცონ.
ზრდა: ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს განამტკიცონ თავიანთი რწმენა და რწმენით იმოქმედონ. ამისთვის ვთავაზობთ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ონლაინ კურსები და გზვნილები ელ-ფოსტით.
გაზიარება: ჩვენ მოვუწოდებთ ქრისტიანებს გააზიარონ თავიანთი რწმენა ინტერნეტის საშუალებით და ახლო ადამიანებთან ურთიერთობისას. ჩვენ მათ თემის ან ეკლესიის წევრობისკენ მოვუწოდებთ.

Jesus.net მიუძღვის (ახალ) მორწმუნეებს და მათ მშობლიურ ენაზე საუბრება.

თანამშრომლობა

თანამშრომლობა საკვანძოა Jesus.net-ის მსახურებაში. ჩვენ ორგანიზაციათა ქსელს წარმოვადგენთ და ამ ქსელში ადამიანები ერთად მუშაობენ. ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს რესურსებს და ვინაწილებთ მოვალეობებს. Jesus.net-ის ყველა პარტნიორს შეუძლია ჩვენი ქსელის ინსტრუმენტების, ტექნოლოგიების, კონტენტის და ცოდნის გამოყენება.

 

პროექტები და კონტენტი

ჩვენი უმთავრესი საქმეა ხელი შევუწყოთ ადამიანებს მათ სულიერ მოგზაურობაში და რწმენის განმტკიცებაში. ამისთვის მათ პერსონალურ კონტენტს ვთავაზობთ.

ვებგვერდები და ონლაინ კურსები
ჩვენ ვქმნით თემატურ ვებგვერდებს, რომლებიც შეეხება უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ საკითხებს და საჭიროებებს, როგორიცაა შიში ან მიტევება. ასევე ვთავაზობთ ყველა მსურველს უფასო ონლაინ კურსებს, რომელთა დახმარებით ადამიანები მეტს შეიტყობენ იესოს შესახებ და განვითარდებიან პიროვნულად.
> CODEX ჩვენი ინტერაქტიური ონლაინ კურსების პლატფორმაა.
ვიდეო
ჩვენ მოგითხრობთ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენს და თქვენ გარშემო მყოფთა ცხოვრებას შეცვლის.
> ქვიშით ნაამბობი - მხატვარი ქვიშაზე ხატავს ბიბლიურ ისტორიებს. ამ ვიდორგოლების ყურება სასარგებლო იქნება ოჯახურ წრეში, ეკლესიებში, შეიძლება მათი გამოყენება საინფორმაციო პროექტებშიც.
> ფილმი “იესოს ცხოვრება” იოანეს სახარების სიტყვასიტყვით გადმოცემაა, ფილმი ხელმისაწვდომია 20-ზე მეტ ენაზე.
ბიბლიის ყოველდღიური გაცნობა
ჩვენ ადამიანებს იესოს მოწაფებად გადაქცვაში ვეხმარებით და ვამხნევებთ მათ მოწაფეობის გზაზე.
> დაინახე სასწაული ყოველდღიური გამამხნევებელი ბიბლიური გზავნილია.
> თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ბიბლიის თვალსაზრისი რაიმე კონკრეტულ საკითხზე YouVersion ბიბლიური საკითხავის მეშვეობით.
გარდა ამისა...
ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაქვეყნებთ გამამხნევებელ პუბლიკაციებს, ვაწყობთ ღონისძიებებს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ადამიანებს მოწმობათა გაზიარებისკენ მოვუწოდებთ.

 

ორგანიზაცია და გუნდი

Jesus.net საერთაშორისო ქსელია, რომელიც 85-ზე მეტ ორგანიზციას და ათასობით მოხალისეს აერთიანებს. ხელშემწყობი ჯგუფი (სათაო ოფისი მდებარეობს ნიდერლანდებში) ენთუზიაზმით ემსახურება ქსელს მისი სხვადასხვა სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინოვაციებს და პროექტებისა და ინსტრუმენტების ოპტიმიზაციას. აღმასრულებელი ჯგუფი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს სტრატეგიის გავრცელებას მთელ მსოფლიოში და მოძრაობის გაფართოებას. დამკვირვებელთა საბჭო აკონტროლებს, როგორ მიემართება აღმასრულებელი გუნდი ოცნების მიზნისკენ, როგორ ასრულებს სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ზრუნავს გუნდის სულიერ კეთილდღეობაზე. ეს ხელშემწყობი სტრუქტურა მიზანად ისახავს გლობალური გავლენის გაზრდას და ამავე დროს ადგილობრივი მსახურების დონეზე აკვირდება, როგორც მიემართებიან ადამიანები ყოველდღე და ნაბიჯ-ნაბიჯ იესოსკენ.

 

ისტორია

Jesus.net-ის ქსელის მსახურებაში საკვანძო მომენტი თანამშრომლობაა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორ სხვადასხვა ორგანიზაციას ინტერნეტით სახარების გაზიარების ოცნება გაუჩნდა. 2001 ნიდერლანდებში შეიქმნა ონლაინ კურსი (Why Jesus?), რომელიც მაძიებლებს ადგილობრივ ქრისტიანებთან აკავშირებდა. 2005 წელს საფრანგეთში შეიქმნა ვებსაიტი (KnowingGod), რომლის მიზნი მომხმარებლებისთვის სახარების განმარტება იყო. ორმა ორგანიზაციამ თანამსრომლობა დაიწყო: უზიარებდნენ ერთმანეთს თვალსაზრისებს, კონცეფციებს, ტექნოლოგიებს. ამ პროექტს Jesus Internet Project-ვუწოდებდით. იმ დროს ჩვენთვის უკვე ცხადი იყო, რომ იესოს სასუფეველს სჭირდება ეს უპირობო თანამშრომლობა, რომლის ერთადერთი მიზანი ინტერნეტის მეშვეობით ადამიანებისთვის იესოს კეთილი უწყების გაზიარებაა. 2009 წელს ქსელმა გაფართოვება დაიწყო და ჩვენ მას „Jesus.net” ვუწოდეთ. შემდეგ შემოგვიერთდნენ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანული თემები და მალევე მივხვდით, რომ ორგანიზაცია და მოძრაობა სტრუქტურას საჭიროებს. 2012 წელს ნიდერლანდებში დაფუძნდა არაკომერციული ორგანიზაცია „Jesus.net”, შეიქმნა ორგანიზაციის აღმასრულებელი ჯგუფი და დამკვირვებელთა საბჭო.