
ღმერთი ყველაფერს სრულყოფილად იქმს. ყოველი მისი გადაწყვეტილება და არჩევანი სრულყოფილია. შენ შემთხვევით როდი გაჩნდი. შენ ღვთის არჩევანი ხარ. ამ სამყაროში შენი არსებობა შენმა ზეციერმა მამამ ისურვა. სანამ დაიბადებოდი, შენ მის გულში იყავი.
ამიტომ შენ მუდამ სიკეთის არჩევა გმართებს.
- უსამართლობას პატიებით უპასუხე.
- ბოროტ განზრახვას სიყვარული დაუპირისპირე.
- ძნელბედობის ჟამს სიხარულით შეხვდი.
- შეუძლებელს ღმერთთან ერთად გაუმკლავდი.
ყოველი ვითარებისას, რომელშიც შეიძლება ამ ცხოვრებაში აღმოჩნდე, ორგვარი არჩევანი გექნება – მიწიერი და ზეციური.
გახსოვდეს: შენ მიწის მარილი ხარ, შენ სოფლის ნათელი ხარ. ეს შენი სიტყვებით და შენი საქმეებით უნდა გამოვლინდეს.
აირჩიე სიკეთე. აირჩიე ზეციური დამოკიდებულება!
დამოწმება: „ჩემი ცხოვრება იცვლება. საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, სხვა ქალაქში გადავსახლდი. ჩემი უმცროსი შვილი მალე სკოლას დაამთავრებს და სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გაემგზავრება. ჩემი გოგონა წავა, მე კი მარტო დავრჩები. აქ არც სამსახური მაქვს, არც მეგობრები მყავს. თქვენი ყოველდღიური ელექტრონული წერილები დიდი ნუგეშია ჩემთვის. ვკითხულობ და იმედით ვივსები. მთელი გულით გიხდით მადლობას ❤” .
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს