2.7

მთავარი | დაინახე სასწაული | ამიერიდან სხვას ნუ შეედრები…

ამიერიდან სხვას ნუ შეედრები…

ერთხელ ვიღაცამ თქვა: „თუკი მუდამ ადარებ თავს ვიღაც სხვას, დროა, ამ აზრებს კარი მიუჯახუნო“.

მინდა დღესვე დაგეხმარო ამ კარის ჩაკეტვაში!

ერთხელ იესომ მოწაფეებს ერთი კაცის შესახებ უამბო. ამ კაცს საკუთარი თავის სხვებთან შედარება უყვარდა. ის ასე ლოცულობდა: „გმადლობ შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან“. ასე იმიტომ ამბობდა, რომ თავი სხვებზე უფრო ღვთისმოსავი ეგონა. როგორ ცდებოდა! ის შინ ისეთივე დაბრუნდა, როგორიც წამოვიდა: გაუმართლებელი და უპატიებელი (ლუკა 18:11).

ბევრი ადამიანი იტანჯება ამ ჩვევის გამო, ფიქრობს, რომ სხვები მასზე „უკეთესები“ არიან; ქალებიც და მამაკაცებიც ჟურნალებში დაფოტოშოპებულ გამოსახულებებს უყურებენ და საკუთარი თავი არ მოსწონთ. ეჩვენებათ, რომ არიან შეუხედავები, მსუქნები და ა. შ.; უყურებენ წარმატებულ ადამიანებს და ფიქრობენ: „რატომ არ ვარ ისეთი, როგორებიც ისინი არიან?“.

ნუთუ რამე სარგებლობაა იმაში, რომ თავს უცნობ ადამიანებს, მათ გალამაზებულ ფოტოებს შეადარო? გულახდილად თქვი: ეს გეხმარება თუ ხელს გიშლის?

გირჩევნია დაინახო საკუთარი თავი ისეთად, როგორადაც ღმერთი გხედავს! შენ ღმერთმა შეგქმნა; მან შენი არსებობა ისურვა. შეგქმნა თვითმყოფადი, განსაკუთრებული ნიჭებით დაჯილდოვებული. შენ განუზომლად ძვირფასი ხარ მისთვის. მას უსაზღვროდ უყვარხარ. შენ შეუფასებელი განძი ხარ, ძვირფასი მარგალიტი. მან შენთვის ყველაფერი გასცა, ის ჯვარს ეცვა შენთვის!

დღეს იგი გეუბნება: „შენ მე მიყვარხარ! შენ ჩემი შვილის ხარ. და მე გაკურთხებ და დაგეხმარები!“.

საკუთარი თავის სხვასთან შედარება არაფრით დაგეხმარება. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ქრისტეში ყველაფერი გაქვს, შენს ცხოვრებას შეცვლის.

P.S.: შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს… ეს სიმღერა „ალელუია“ და საოცარი ვიდეოკლიპი: უყურე აქ

დატკბი და მეგობრებსაც გაუზიარე!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.