6.30

მთავარი | დაინახე სასწაული | ამ უდაბნოში ღმერთი მიგიძღვის!

ამ უდაბნოში ღმერთი მიგიძღვის!

„რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია, სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან წყალი გამოადინა შენთვის; რომელიც უდაბნოში გკვებავდა მანანით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა სიკეთე ეყო ბოლოს შენთვის“  (რჯლ. 8:15-16).

ძველი აღთქმა მოგვითხრობს, როგორ დააღწიეს ისრაელიანებმა თავი ეგვიპტის მონობას. ღმერთმა მათ განმათავისუფლებელი მოუვლინა, რომელიც აღთქმული მიწისკენ გაუძღვა. მოგზაურობა ორმოცი წელი გაგრძელდა. 

გამომშრალ, გამოფიტულ მიწაზე ერმა ორმოცი წელიწადი იარა. ღმერთი კი მათ სასწაულებს უვლენდა.

  • მეწამულ ზღვაში გამოატარა (ფსალმ. 105:9)
  • საზრდოდ ციურ პურს – მანანას აძლევდა (ფსალმ. 77:24)
  • კურნავდა მათ (რიცხ. 21:9)
  • მათ დასაწყურებლად კლდიდან წყალი გადმოადინა (გამ. 17:6)

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვითარებას ვერ ვუმკლავდებით. ნუ შეშინდები, ღმერთი სასწაულს მოახდენს. 

ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, მწამს, რომ ჩემთან ხარ, რომ სიყვარულს არ მომაკლებ.  ვიცი: ის, რაც უდაბნოდ მეჩვენება, სინამდვილეში შენი სასწაულებრივი ძალის გამოვლინების სარბიელია. გმადლობ, რომ იმას, რაც შეუძლებელი ჩანს, შესაძლებლობად აქცევ. გმადლობ, რომ ჩემში მოქმედებ და ჩემს უძლურებას ძალად აქცევ. შენი სახელით, ამინ“.

დამოწმება: „თქვენმა წერილებმა დამარწმუნა, რომ ღმერთი მართლაც ზრუნავს ჩემზე. უწინ ვფიქრობდი, რომ მან მიმატოვა. მას შემდეგ კი, რაც თქვენი წერილების მიღება და კითხვა დავიწყე, ჩემთვის ცრემლის დრო დასრულდა. გმადლობთ ნუგეშისთვის“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.