
„წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“ (იოან. 8:10-11)
მიყვარს ე. წ. „მრუში დედაკაცის მიტევების“ ამბავი. სინამდვილეში ეს ამბავი ცოდვაზე კი არა, იესოს უსაზღვრო ალერსსა და სიყვარულზე მოგვითხრობს.
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა იესოსთან ქალი მოიყვანეს, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ. მოსეს რჯულის თანახმად, ამ ცოდვის გამო ის ქვებით უნდა ჩაექოლათ.
მაგრამ იესომ სხვა რჯული მოიტანა, სხვა მცნება, სხვა აღთქმა. ეს მადლის აღთქმა იყო.
იესოს ის ქალი არ განუსჯია. იგი მის მიმართ უსაზღვროდ კეთილი იყო და ბრალმდებელთაგან დაიცვა. მან აჩვენა ქალს, რომ ღმერთი მას კი არ განსჯის, არამედ უყვარს და მართალი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
ღმერთს შენ ასეთივე უსაზღვრო სიყვარულით უყვარხარ. მან თავისი ძე მისცა შენი ცოდვებისთვის, იმისთვის, რომ შენ არ განისაჯო. და თუკი დაეცემი, ის წამოდგომაში დაგეხმარება. არა, ის მსჯავრს კი არ დაგდებს, არამედ თავის მადლიან და მოსიყვარულე ხელს გამოგიწოდებს.
ჩემო მეგობარო! როცა მტერი მოვა და მსჯავრს დაგდებს, გულისყური იესოსკენ მიმართე და ამ სიტყვებს გაიგონებ: „სად არიან შენი ბრალმდებელნი? არც მე გდებ მსჯავრს“.
შენ თავისუფალი ხარ ყოველგვარი მსჯავრისგან, სრულიად და ჭეშმარიტად თავისუფალი.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს