
„ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ” (ეფეს. 2:10).
ალბათ, ბავშვობაში ყველა ჩვენგანს ეკითხებოდნენ: „ვინ უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“.
არ მგონია, ვინმეს ეთქვა: „არავინ არ უნდა გამოვიდე. კლასში და ჯგუფში ყველაზე უარესი მოსწავლე უნდა ვიყო. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ყველაფერში მარცხს განიცდის“.
ასე არც ერთი ბავშვი არ იტყვის. ბავშვის ოცნება საზღვრებს არ ცნობს. შენი ოცნება ჯერ კიდევ ზეცას სწვდება? თუ ის გულგატეხილობამ, ვიღაცის დაუდევარმა სიტყვამ დააკნინა“.
შენში ღვთის სულია. მას სურს, რომ მისი შემოქმედებითი ძალა, მისი ენერგია გამოიყენო, მისი სიხარულით გაიხარო, განახორციელო ის, რისთვისაც ამ ქვეყანას მოევლინე. რა დარგშიც არ უნდა მიაღწიო წარმატებას, იქნება ეს ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა, მედიცინა, ხელოვნება, სოციალური მომსახურება, საკუთარი მეურნეობის გაძღოლა თუ სხვა რა, იცოდე, ყველა უნარი და ნიჭი ღმერთისგან მოგეცა.
მას შენი იმედი აქვს, იგი გენდობა და ის არასდროს ცდება. ის მუდამ შენთანაა და შენს ყოველ ნაბიჯს წარმართავს. ყურს ნუ მიუგდებ იმ უსუსურ ხმას, რომელიც გეუბნება, რომ ფასეულს და ღირებულს ვერაფერს გააკეთებ. ეს სიცრუეა.
დიდი და მაღალი ღმერთი შენთანაა, ამიტომ ნუ დათმობ დიად ოცნებას. ღვთის სულს მიენდე, ღმერთი ადიდე და უფალს მიბაძე. აღასრულე საქმე, რომელიც მან პირადად შენ მოგანდო.
ილოცე ჩემთან ერთად: „მამაო, ვიცი, რომ დიდი, საოცნებო საქმე მომანდე და შენს ჩანაფიქრზე უარს არასდროს იტყვი. მაგრამ დრომ, აუგის სიტყვამ, გაუბედაობამ ჩემი ოცნება გაანელა. დღეს გადავწყვიტე გავბედო და კვლავ დავუბრუნდე ჩემს დიდ ოცნებას. მამაო, შენ მოგენდობი. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს