9.11

მთავარი | დაინახე სასწაული | ატარე იესო, როგორც მას მარიამი ატარებდა!

ატარე იესო, როგორც მას მარიამი ატარებდა!

რა საოცარი რამაა შვილის დაბადების მოლოდინი!

როგორი იქნება? ვის დაემსგავსება? როგორი იქნება მისი თვალების და თმის ფერი, ხასიათი? ასე ფიქრობენ მომავალი მშობლები და მათი ახლობლები – ყველა, ვინც ამ ბავშვის დაბადებას ელოდება. და აი, ეს დღეც დგება და ამ ქვეყანას ახალი ადამიანი ევლინება.   

დღეს მინდა გესაუბროთ ყველაზე საოცარ ფეხმძიმობაზე, რომელიც ოდესმე უხილავს კაცობრიობას – მარიამ ღვთისმშობლის ფეხმძიმობაზე. 

„აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, – რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“ (მათ. 1:23).

ისევე, როგორც ყოველი ჩვენგანი, იესო უჩინრად ვითარდებოდა დედის მუცელში. თვალთაგან მოფარებული ნაყოფი მწიფდებოდა მანამ, სანამ მისი შობის დღე დადგებოდა. და მაშინ კაცობრიობას ყრმა იესო მოევლინა.  

საუკუნეთა მანძილზე ადამიანები მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ არის უფალი. ან ვინ არ არის იგი. ეს მხოლოდ მათი მოსაზრებებია. შენ კი მისი სიცოცხლის მატარებელი უნდა გახდე,  რათა ის სხვებს გაუზიარო, რათა გარშემომყოფებმა შენში შეძლონ მისი დანახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ შენში უნდა იცოცხლოს, გაიზარდოს, დამწიფდეს და როცა დღე მოვა, შენში გამოვლინდეს. 

პავლე მოციქული ამბობს: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“  (გალ. 2:20).

თუკი შენში ქრისტე ცოცხლობს, ისე იქცევი, როგორც ის იქცეოდა: მტრები გიყვარს, აკურთხებ მათ, ვინც გწყევლის, მიუტევებ მათ, ვინც თავს გესხმის და ზიანს გაყენებს. დრო და ძალისხმევა ნუ დაგენანება, დაეხმარე პირველ შემხვედრს – იმას, ვისაც შენი დახმარება სჭირდება; გულისხმიერებით და თანაგრძნობით მოუსმინე მოყვასს და ანუგეშე იგი. დაე, შენში ქრისტეს სიყვარული გამოვლინდეს!  

მოდი, ერთად ვილოცოთ: უფალო, დამეხმარე იმაში, რომ ჩემში, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში შენი სიყვარულის გამოვლენა შევძლო. დაე, შენ მოიმატო, მე კი ვიკლო. დაე, ჩემში შენი დიდება გამოვლინდეს, რათა გზად მიმავალმა ჩემში შენი სიცოცხლე და სიყვარული დაინახოს და მოექცეს. შენი სახელით, ამინ“.   

დამოწმება: „უფალმა იმის ძალა და უნარი მომცა, რომ ახლობლებს და თანამშრომლებს იესოს შესახებ ვაუწყო, რომ დავანახო – ის, რაც კარგია ჩემში, ჩვენი მაცხოვარი უფლისგანაა“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.