
“მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე“ (ფსალმ. 15:11)
ძალზე ბევრი ადამიანი ეძებს ბედნიერების გასაღებს, ბედნიერი ცხოვრების სასწაულებრივ რეცეპტს. მაგრამ ამგვარ რეცეპტს ვერ მოგცემ… მე გეტყვი მასზე, ვისაც იესო ქრისტე ქვია!
ის არის გზა, რომელსაც შენ მიყვები, ის არის ჭეშმარიტება, რომელიც შენ იწამე, ის არის სიცოცხლე, რომელიც შენ გავსებს.
უფალი გავსებს, ამიტომ შენ მის სიბრძნეს, მის ძალას, მისი მზერის სიცხადეს იღებ. შენს წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან შენს შიგნით უდიდესი მამოძრავებელი ძალა – ღვთის სიცოცხლეა!
შენ მისი სიცოცხლე განგამტკიცებს, მისი სიხარული კი გავსებს და შენი გულიდან შენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გულებში ჩაედინება…
სიხარულით იარე… შენ სიცოცხლის და კურთხევის არხი ხარ! ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, მე ვიცი ჩემი ბედნიერების გასაღები, ვიცი, რომ ჩემი მომავალი შენშია… ყოველივე შენშია! გმადლობ, რომ ამავსე და გამაძლიერე დღეს, რათა სხვათათვის შევძლო ამ სიხარულის გაზიარება. იესოს სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს