
დღეს მინდა გესაუბროთ უდაბნოს პატარა ცხოველზე – სურიკატზე, რომელიც დილაობით ერთ თავისებურ რიტუალს ასრულებს.
გაიღვიძებს თუ არა, სურიკატი მზისკენ პირმოქცული უკანა ფეხებზე დგება, რათა დღის დასაწყისშივე მზის სხივებით აივსოს.
შენც გაქვს დილის მცირე რიტუალები: ყავა, ბურბუშელა, ფორთოხლის წვენი ან რაღაც სხვა. შენ შენს სხეულს ასაზრდოებ… და სულსაც, – როცა „დაინახე სასწაულს”კითხულობ!
ძვირფასია მადლის უფალთან ერთად გატარებული დილის წუთები. თითქოს ღვთიური ნამი გეპკურა, თითქოს ზეციურ სურნელში გაეხვიე… შემდეგ კი ამ სურნელს შენს გარშემო აფრქვევ! ყოველ დილით შენ უფლის მყოფობის მარცვლებს კრებ და მერე სხვა ადამიანებს უნაწილებ.
სურიკატებს „უდაბნოს გუშაგებს“ უწოდებენ. ხომ საოცარი სახელია?
შენც გუშაგი ხარ და უფალს შენი იმედი აქვს. შენ ის ადამიანი ხარ, რომელიც ღმერთმა მსოფლიოში არსებული დეპრესიის, შიშის და დარდის გასაქარვებლად გამოგზავნა. მტრის შემოტევას შენში იესოს მყოფობით მოიგერიებ.
შენ სიცოცხლისა და იმედის მატარებელი ხარ. შენ ის ხარ, რასაც გასცემ, და არა ის, რასაც შენთვის იტოვებ.
დღეს მოგიწოდებ, ღვთის სადიდებლად სიცოცხლის და სიხარულის მარცვალი დათესო. ღიმილმა, უბრალო „მადლობამ“ შეიძლება ვიღაცის ცხოვრება შეცვალოს. მზად ხარ ნელ-ნელა, თითო ადამიანის ცხოვრების შეცვლით, მთელი მსოფლიო შეცვალო?
გმადლობ იმისთვის, რომ ასეთი ხარ.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს