6.24

მთავარი | დაინახე სასწაული | ახალი დღე თენდება

ახალი დღე თენდება

ახალი დღე თენდება. უფალმა, შენმა მწყემსმა და წინამძღოლმა განჭვრიტა ყოველივე, რაც გზაზე გელის.  ბიბლია გამცნობს, რომ მას შენთან ერთად სურს სიარული.

„და თქვა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ.“ (გამ. 33:14).

ნუ ეცდები ამ ახალი დღის დაგეგმვას შენი სურვილისამებრ. უფლის ნებას მიენდე და ისე მოიქეცი, როგორც მას სურს. 

ადიდე ღმერთი კიდევ ერთი ახალი დღისთვის. ეს შენი ცხოვრების პირველი დღეა. 

ენდე უფალს. ის შენთანაა შენი ცხოვრების ყოველ წამს, მაშინაც კი, როცა მის მყოფობას ვერ გრძნობ. მადლიერება შენს საკუთარ ცხოვრებას მისი თვალით დაგანახებს.

გახსოვდეს, რომ ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ღვთის გვერდითაა. დატკბი ამ დღით, დატკბი ახალი თავგადასავლით იესოსთან ერთად.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.