
ყველაფერი თესლიდან ამოიზრდება. სიტყვა „დაითესა“ იმისთვის, რომ სამყარო შექმნილიყო. იმისთვის, რომ ხილი და ბისტნეული მოვიწიოთ, ვთესავთ. ბავშვებიც სიყვარულის თესლის ნაყოფნი არიან.
თესლის ზომას, ფერს და ტექსტურას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი მხოლოდ მისი შინაარსია, ის პოტენციალია, რომელიც თესლშია მოქცეული. თუმცა ამ პოტენციალის გამოვლენისთვის თესლი სათანადო პირობებში უნდა გაღვივდს.
იგივე შეიძლება ითქვას შენს ცხოვრებაზეც. მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება ზედაპირზე. მთავარი ისაა, რაც შენშია, რაც შემოქმედმა ღმერთმა გულის სიღრმეში ჩაგიდო. მთავარი შენი ნიჭები და შენი გულისთქმაა.
ისინი ხილული უნდა გახდეს, შენი გულის სიღრმეებიდან უნდა გათავისუფლდეს. ნიჭები შენს გულში დაითესა, განოყივრდა და ახლა ნაყოფი უნდა გამოიღოს – ხილული ნაყოფი, რომელიც სხვათათვის კურთხევა იქნება.
ნუღარ დააყოვნებ… გაათავისუფლე ნიჭი, რომელიც ღმერთმა შენს გულში დათესა. გამოავლინე შენი ცხოვრების პოტენციალი!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს