9.26

მთავარი | დაინახე სასწაული | გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!

გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!

როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ ეჭვი და გაუბედაობა გვიპყრობს. დამწყები მწერალი ფიქრობს: „არა, წიგნის წერას არ დავიწყებ. განა შევძლებ რაიმე ახლის დაწერას?“ ვიღაც მსახიობობაზე ოცნებობს, მაგრამ ვერ გაუბედავს: „არა, ამ რთულ როლს ვერ მოვეჭიდები“. ვიღაც კიდევ ოჯახის შექმნას ვერ ბედავს, ან სწავლის გაგრძელებას, ან მოფიქრებული პროექტის განხორციელებას.   

აბა დაფიქრდი: განა დაუწყია ვინმეს სირბილი მანამ, სანამ სიარულს ისწავლის? ან უმღერია ვინმეს მანამ, სანამ ლაპარაკს ისწავლიდა? 

ყველა დიდი წარმატება ოდესღაც პირველი ნაბიჯით დაიწყო. 

ღმერთი შენს სულს ესაუბრა და გულში ოცნებები, გონებაში კი იდეები ჩაგიდო. 

ჩემო მეგობარო, მან კეთილი საქმეებისთვის შეგვქმნა, მან წინასწარ გაამზადა ჩვენთვის ეს საქმეები, რომლებიც მისი ძალით და მისი დიდებისთვის უნდა აღვასრულოთ (იხ. ეფეს. 2:10).

მოგიწოდებ: დღესვე გადადგი პირველი ნაბიჯი შენი ოცნებისკენ. საქმე წამოიწყე, გამოცდა ჩააბარე, ვარჯიში დაიწყე. მოკლედ, გადადგი პირველი ნაბიჯი იმ ოცნებისკენ, რომელიც ღმერთმა გულში ჩაგიდო.  

ღმერთთან ერთად, ღვთის ძალით, შენ ამას შეძლებ. მეტიც: შენ ამ საქმეში საუკეთესო იქნები. 

ილოცე და სთხოვე უფალს, მოგცეს ძალა და გამბედაობა იმ საქმის აღსასრულებლად, რომელიც მან შენთვის განამზადა. „უფალო, მე შევისმინე შენი მოწოდება და ვიცი, რომ ჩემთვის საქმეები განამზადე, რომლებიც შენი დიდებისთვის უნდა აღვასრულო. მთელი გულით მოგენდობი და გთხოვ, შენი ძალით ამავსო. დაბადე ჩემში სურვილი და მოქმედება შენი სათნოებით, როგორც წმინდა წერილში დამპირდი (იხ. ფილიპ. 2:13),  რათა ავდგე და შენი დიდებისთვის აღვასრულო ის, რაც გულში ჩამიდე.  გმადლობ შენი შეწევნისთვის და ხელმძღვანელობისთვის. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.