4.8

მთავარი | დაინახე სასწაული | გავაზიაროთ სასწაული!

გავაზიაროთ სასწაული!

გმადლობ, რომ ერთგულად კითხულობ „დაინახე სასწაული“-ს! როცა მკითხველების წერილებს ვკითხულობ, ვხედავ, რომ ეს ყოველდღიური გზავნილი აკურთხებს, ამხნევებს და მათ რწმენას განამტკიცებს. კიდევ იმას ვხედავ, რომ მკითხველთა ცხოვრებაში სასწაულები ხდება. გთავაზობთ სამ მოწმობას, რომელებიც მკითხველებისგან მივიღე

  • “მას შემდეგ, რაც „დაინახე სასწაული“ გამოვიწერე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მანამდე მუდამ დათრგუნული და დაბნეული ვიყავი. თქვენმა გზავნილებმა ღვთის სიახლოვე მაგრძნობინა და ჩემს ცხოვრებაში ღიმილი დააბრუნა! ამიტომ მათ Facebook-ზე ვაზიარებ, რადგან მჯერა, – ეს გააღიმებს მათ, ვინც დარდმა მოიცვა“.
  • “ყოველთვის, როცა „დაინახე სასწაული“-ს ვკითხულობ, გზავნილებს ელექტრონული ფოსტით რამდენიმე ადამიანს ვუზიარებ. მათი პოზიტიური რეაქცია, სიკეთე და კეთილგანწყობა, რომელთაც ეს გზავნილები იწვევს, ღვთისადმი ძიერი მადლიერებით მავსებს. ხშირად თქვენი გზავნილები საჭირო მომენტში მოდის”.
  • “დღევანდელი გზავნილით – „შენს სიცოცხლეს მიზანი აქვს“ – რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ კოლეგას დავეხმარე. ღმერთი ყოველდღე მესაუბრება თქვენი გზავნილების მეშვეობით. მესაუბრება და ყოველდღიურ სირთულეთა დაძლევაში, სულიერი წონასწორობის აღდგენაში მეხმარება და ამ ცხოვრების საფრთხეებისგან მიცავს”.

ვიცი და გარწმუნებ, რომ შენს ცხოვრებაშიც მოხდება სასწაული!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.