
ძალიან კარგად მესმის, რომ ზოგჯერ ჩვენი ცხოვრება ისე მძიმე და უსიხარულოა, რომ არც სიცილის თავი გვაქვს და გაღიმებაც კი გვიჭირს. მაგრამ უფალმა იცის შენი წუხილისა და დარდის შესახებ (იხ. ფსალმ. 6:9)
ღმერთს შენი დარდის სიხარულით შეცვლა სურს: „მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად“ (ეს. 61:3).
იცი, რომ სიცილი ძალიან სასარგებლოა?
კვლევების თანახმად, სიცილი
- დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება;
- ტკივილს ანელებს;
- წნევას არეგულირებს;
- აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების მდგომარეობას;
- ხსნის დაძაბულობას;
- აუმჯობესებს განწყობას;
- აცხრობ რისხვას;
- ავითარებს შთაგონებას;
სიხარული სასარგებლოა შენი ჯანმრთელობისთვის.
ღმერთმა სიცილი და მხიარულება ჩვენი სიკეთისთვის და სიამოვნებისთვის შექმნა. მოდი, ნუ მოიკლებ და ნუ მოერიდები იმას, რაც ასე სასარგებლო და სასიკეთოა შენთვის. თანაც გახსოვდეს: შენი სიხარულით და სილაღით გარშემომყოფთა განწყობის შეცვლაც შეგიძლია.
იცინე. შენც კარგად იგრძნობ თავს და შენ გარშემო მყოფი ადამიანებიც. შენი სიცილით მათ დარდსაც გააქარვებ.
სიცილით განდევნე დარდი სიცოცხლიდან, რომელიც იესომ მოგცა.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს