
„Turritopsis nutricula“ . ადამიანთა უმრავლესობას არც კი სმენია ამ ქმნილების შესახებ. უნდა ითქვას, ძალზე საინტერესო არსებაა. წყლის ამ უხერხემლოთა წარმომადგენლებს დაბერების პროცესის უკუქცევის საოცარი უნარი აქვთ. საქმე ისაა, რომ ამ არსებას სიცოცხლის ორი სტადია აქვს – პოლიპის და მედუზის. პოლიპის სტადიაში მისი უჯრედები კოლონიას ქმნიან, მედუზის სტადიაში კი ის კოლონიას დამოუკიდებელ ორგანიზმად გამოეყოფა, თუმცა განვითარების ნებისმიერ ეტაპზე პოლიპად უკუქცევა შეუძლია. ეს პატარა მედუზა, რომელიც არ კვდება, ხელახალი დაბადებისა და ღმერთში ცხოვრების შესანიშნავი ილუსტრაციაა.
ღვთის სიტყვა გვეუბნება: „მიტოვებული გაქვთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით, და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით“ (ეფეს. 4:22-24).
დრო შენს სხეულს გაცვეთს, შენი სული კი უცვეთია. შენ ხელახლა იშვი, როგორც ღვთის შვილი. შენი გული, სული და აზრი მუდმივი განახლების პროცესშია.
შენი განახლებული ბუნება იზრდება და იმატებს
- როცა შენთვის უმთავრესი ღმერთია;
- როცა კითხულობ მის სიტყვას და მას ემორჩილები;
- როცა მას ესაუბრები;
- როცა აღასრულებ მის ნებას და სულიწმიდის განკარგულებებს, მაშინაც კი, როცა ეს არ გსურს.
შენში უფლის სიცოცხლე შემოედინება და იმატებს, შენს სულს, გულს და გონებას განაახლებს.
დამოწმება: „ღმერთმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. შეცვალა ჩემი ფიქრები და ახალი გული მომცა, სიყვარულით, მშვიდობით, სიმართლით და სიხარულით ამავსო. არც ისე დიდი ხნის წინ ე. წ. „კრიმინალი“ ვიყავი, ვქურდობდი, კარგ ადამიანებს ვატყუებდი. როცა მივხვდი, რას ვაკეთებდი, საკუთარი თავი შემძულდა. მერე თქვენი წერილების კითხვა დავიწყე და ცოტა ხანში ვიწამე, რომ ჩემი ცოდვების მიუხედავად ღმერთს მართლა ვუყვარვარ. ახლა ვიცი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. სინდისი დამიმშვიდდა. ვმუშაობ, ვცდილობ ისე მოვიქცე, როგორც ღმერთს სურს. საგალობლების წერა დავიწყე. ჯერ ვერ ვბედავ, რომ სხვებს გავუზიარო, მაგრამ მგონი კარგად გამომდის“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს