
„ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე“ (ფსალმ. 22:2).
წყნარი წყლები სულიწმიდის წინასახეა.
სულიწმიდა სამების წევრია, რომელიც სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას, სულგრძელებას, სახიერებას, სიკეთეს, ერთგულებას გაძლევს (იხ. გალ. 5:22).
სამყაროს შექმნისას სულიწმიდა „იძვროდა წყლის პირზე“:
„და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე“ (დაბ. 1:2).
სულიწმიდაზე საუბრისას იესოც წყლის ალეგორიას მიმართავს:
„დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას. ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო“ (იოან. 7:37-39).
იესო, შენი მწყემსი, წყნარ წყლებზე წაგიძღვება. მას სურს, რომ შენ სულიწმიდით აღივსო და განახლდე, რომ შენში ცოცხალი წყლის მდინარეებმა იდინოს და მთელი შენი ცხოვრება ღვთის დიდების წყაროდ და ადამიანებისთვის კურთხევად იქცეს.
„დადგეს განახლების დღეები უფლის პირისაგან და მოგივლინოთ მან თქვენთვის წინასწარ განწესებული ქრისტე იესო, რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს“ (საქმე 3:20-21).
მოდი, დღეს ამისთვის ვილოცოთ!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს