
ახალი დღე დაიწყო. იქნებ, ეს ახალი დასაწყისია?
ბიბლია გვეუბნება: „უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა. განახლდებიან ისინი ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება“ (გოდ. 3:22-23).
ღვთის მოწყალება ყოველ დილით განახლდება. შენი შესაძლებლობებიც განახლდება!
- წუხელ გულგატეხილმა დაიძინე? დღეს განახლების დღეა!
- გუშინ რისხვამ შეგიპყრო? ღვთის გულმოწყალებით დღეს შენი ცოდვა გაუქმდა.
- გუშინ დათრგუნული და მარტოსული იყავი? უფლის მადლით და გულმოწყალებით დღეს ახალი იმედი მოგეცა.
შენთვის ყველაფერი შესაძლებელია. შენ ყველაფრის განხორციელება შეგიძლია, რადგან დღეს, სწორედ ახლა, ღმერთი შენთანაა.
იგი გულმოწყალე და სიკეთით აღსავსეა. შენ მას უყვარხარ, ისეთი, როგორიც ხარ, შენი საქმეების და დამსახურებების მიუხედავად. რწმენის გზაზე ის წინ მიგიძღვის. შენი სავალი გზა ზოგჯერ მძიმე და ქვა-ღორღიანია, მაგრამ შენი ზეციერი მამა მის გავლაში დაგეხმარება.
დღეს ის შენთვის ახალ სასწაულს მოახდენს.
დამოწმება: „ვიღვიძებდი და ადგომა არ მინდოდა. არ მსურდა სიძნელეებით და გაწბილებებით სავსე დღეში შესვლა. ვიწექი, მოსაჭიდებელ ხავსს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. მერე თქვენი წერილების კითხვა დავიწყე და ცხოვრების აზრი დავინახე. ვერ გეტყვით, რომ ეს უცებ მოხდა და გაელვებას ჰგავდა. ახლა ვიცი, რომ მარტო არ ვარ, რომ ღმერთს ვუყვარვარ და ვჭირდები. ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება უმიზნო არ არის, დათრგუნულობა კი, რომც განმეორდეს, დროებითია და ჩაივლის“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს