6.5

მთავარი | დაინახე სასწაული | განმტკიცდი რწმენაში

განმტკიცდი რწმენაში

„თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს“ (1 იოან. 2:14).

შენს სხეულს ვარჯიში სჭირდება. ასევე შენს რწმენასაც სჭირდება წვრთნა და განმტკიცება. 

რა იწრთობა და როგორ განმტკიცდება რწმენა? რა თქმა უნდა, შემდეგი ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, თუმცა არსის გაგებაში დაგეხმარება.

  • ირწმუნე, რომ შენ ღვთის შვილი ხარ.
  • აღიარე შენი რწმენა.
  • გალობით ადიდე უფალი.
  • გქონდეს თანაზიარება სხვა მორწმუნეებთან – შენს დებთან და ძმებთან.
  • უსმინე კარგ ქადაგებებს.
  • იკითხე და გაიაზრე ღვთის სიტყვა.
  • აუწყე ღვთის სიტყვა.
  • უსმინე სულიწმიდას და მიჰყევი მის ხელმძღვანელობას.
  • გაუზიარე შენი რწმენა სხვა ადამიანებს.
  • ისე მოიქეცი, რომ შენს ცხოვრებაში მისი მადლი გამოვლინდეს.

რაც უფრო მტკიცეა შენი რწმენა, მით უფრო დიდია ცდუნება, მით უფრო მეტი დაბრკოლება გხვდება. 

თუკი რწმენის განმტკიცების გზაზე გოლიათი გადაგეღობება, შენ მის დამარცხებას ღვთის სახელით შეძლებ. დავითი არ მოდუნებულა, დღენიადაგ იწვრთნებოდა და ძლიერდებოდა, თავის ფარას იცავდა და ლომებს და დათვებს ებრძოდა (იხ. 1 მეფ. 17:34)… მერე კი გოლიათსაც სძლია.

ჩემო მეგობარო, რა მოხდება, როცა შენი რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდება?

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.