3.21

მთავარი | დაინახე სასწაული | განსაცდელი კატალიზატორია

განსაცდელი კატალიზატორია

როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ, და – მდინარეები, არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვებით და ალი არ დაგწვავთ“ (ესაია 43:2).

მიჩნეულია, რომ ცეცხლი, როგორც ბუნების ელემენტი, საფრთხის შემცველი და დამანგრეველია. თუმცა ის ხელს უწყობს ზოგიერთი მცენარის, მაგალითად ფიჭვის თესლის გავრცელებას. ხანძრისას, დიდი სიმხურვალის ზემოქმედებით, უმოქმედო თესლი იღვიძებს, ცხელი ჰაერის ნაკადს კი ის ნაყოფიერი ნიადაგისკენ მიაქვს.

უფალს ესმის, რას განიცდი. ის გულგრილი როდია შენი ტკივილისა და დარდის მიმართ. მან ისიც იცის, რა „სიმხურვალე“ სჭირდება შენს ცხოვრებას იმისთვის, რომ მან ნაყოფი მოიტანოს.

კარგი ამბავი ღვთის შვილებისთვის:

  • გამოცდის ცეცხლი არ განადგურებს: ის შენი სრულყოფისთვისაა.
  • დაბრკოლება არ შეგაჩერებს: მას ღვთის მყოფობაში მიჰყავხარ.
  • წინააღმდეგობა არ გამუხრუჭებს: ღმერთი მას იმისთვის იყენებს, რომ ახალ დონეზე აგიყვანოს!

შენ მარტო არ ხარ. შენთან ღმერთია. იგი არ მისცემს ცეცხლს შენი განადგურების ნებას; არ მოგივლენს განსაცდელს, რომელიც შენს ძალებს აღემატება. შენ არ განადგურდები. შენ ძალის, სიმამაცის და ძლიერების სულით აივსები. დღეს შეიცვლება შენი აზრი გამოცდის, განსაცდელის შესახებ. შენ დაღუპვისკენ არ მიემართები. შენ ღვთის საოცრებაში შედიხარ!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.