6.1

მთავარი | დაინახე სასწაული | გარღვევის დროა!

გარღვევის დროა!

ვუმზერ ღვთის ქმნილებას და არასდროს მბეზრდება. რა საოცარია, რა ლამაზია, რა ნაირფეროვანია! რატომღაც განსაკუთრებულად მიყვარს თეთრყვავილა. უმშვენიერესიაI 

წარმოიდგინე: სუსხიანი ზამთარი სრულდება. ხეები ჯერ კიდევ შიშველია, თოვლი ჯერ არ დამდნარა… თითქოს დრო გაჩერდა. და უცებ…  სუსტი, პატარა ყლორტი თეთრ საფარს არღვევს, ზევით მიიწევს. ჯერ თეთრი კოკორი ჩნდება, მერე მწვანე ფოთლები. ეს ხომ სიცოცხლის ნამდვილი ტრიუმფია.  

შენ თეთრყვავილას ჰგავხარ! ალბათ, შენს ცხოვრებაშიც ყოფილა ასე: თითქოს დრო გაჩერდა, თითქოს თოვლის ცივი საფარის გარღვევა გიწევს; ალბათ გიფიქრია: ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს. ნეტავ, მომეხსნება ოდესმე  ეს ტვირთი?    

დიახ! რადგან სიცოცხლემ გაიმარჯვა, რადგან სიცოცხლემ სიკვდილი დათრგუნა. სიცოცხლე მხოლოდ სიტყვა ან ცნება როდია. სიცოცხლე თავად იესოა – მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. 

გრძნობ, როგორ გიპყრობს მისი სიცოცხლე, როგორ იჭრება შენს გულში, სულში და ფიქრებში? გრძნობ, როგორ ეფინება მისი მადლი და დიდება შენს არსებობას და შენს ოცნებებს?   

სიცოცხლე ფეთქავს, სიცოცხლე გამარჯვებას ზეიმობს. შენც ზეიმობ იესოსთან ერთად. ყინული დადნა, ბინდი გაიფანტა, ეჭვი და შიში დაძლეულია. შენ ყველა დაბრკოლება დაძლიე. ღმერთმა დაგაძლევინა. ღმერთმა მოგცა ეს გამარჯვება.

გარღვევის დროა!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.