
„ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მისით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მისით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე?“ (იაკ. 3:8-11).
შენ ღვთის ხატად და მსგავსად, ღვთის დიდებისთვის ხარ შექმნლი. შენში დიდი პოტენციალია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. როგორ შეგიძლია მსოფლიოს შეცვლა? ილაპარაკე ისე, როგორც ღმერთი ლაპარაკობს!
არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობ, როგორია შენი ოჯახური მდგომარეობა, რას ფიქრობენ შენზე ადამიანები. შენ ცოცხალი ღმერთის მსგავსად და ხატად ხარ შექმნილი. შენი სიცოცხლე მისი გულმოწყალებისა და სიყვარულის მოწმობაა!
მოგიწოდებ: ილაპარაკე ისე, როგორც ღმერთი ლაპარაკობს. განერიდე ცილისწამებას და ავსიტყვაობას. ნუ იტყვი სხვის აუგს. დაუხშე სიავეს შენი გულის კარი!
შენ ღვთისთვის ხარ. შენი სიტყვაც ღვთისთვისაა. ადიდე მაღალი ღმერთი, თაყვანი ეცი მას და შეიყვარე. გიყვარდეს მოყვასი, აკურთხე და შენი სიტყვით გაამხნევე.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს