
ამ ურთულეს დროს რწმენის განმტკიცებასა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოგიწოდებთ. გთავაზობთ წმინდა ფრანცისკე ასიზელის უმშვენიერეს ლოცვას, რომელიც ყველა აღმსარებლობის ქრისტიანებმა შეიყვარეს:
„უფალო, გამხადე შენი მშვიდობის იარაღად,
სადაც სიძულვილია, დამათესვინე სიყვარული;
სადაც დანაშაულია – მიტევება;
სადაც ეჭვია – რწმენა;
სადაც უსასოობაა – სასოება;
სადაც ბნელია – ნათელი;
სადაც მწუხარებაა – სიხარული.
უფალო ზეციერო, ძალა მომეცი,
არ ვეძიო ნუგეში, არამედ ვანუგეშო;
არ ვეძიო გაგება, არამედ გავუგო;
არ ვეძიო სიყვარული, არამედ მიყვარდეს;
რადგან გაცემისას ვიღებთ;
რადგან მიტევებისას მოგვეტევება;
ვკვდებით, რათა მარადიული ცხოვრებისთვის ვიშვათ”.
დაე, დღეს უფალმა თავისი მშვიდობის იარაღად გაქციოს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს