4.19

მთავარი | დაინახე სასწაული | გახდი ცვლილებების შუამავალი…

გახდი ცვლილებების შუამავალი…

  • „დაინახე სასწაული“-ს წყალობით მივხვდი, რომ ღვთისთვის ძვირფასი ვარ. რომ ის არ ვარ, რასაც ჩემზე სხვები ფიქრობენ, ან რასაც თავად ვფიქრობ, არამედ ის, რასაც ღმერთი ამბობს ჩემზე. „დაინახე სასწაული“-ს კითხვისას ვისწავლე, როგორ შევხედო საკუთარ თავს ღვთის თვალით, გავმაგრდე მაშინ, როცა ეს ძალიან ძნელია; გავიგე, რომ მარტო აღარ ვარ. ყოველ დილით, კითხვისას, ძალას და მხნეობას გვრძნობ“.
  • „სწორედ იმ დროს, როცა ნეგატიური აზრები მეუფლებოდა, ჩემმა დამ „დაინახე სასწაული“-ს გზავნილებზე მომიყვა. გზავნილების კითხვა რომ დავიწყე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა და დღითიდღე უფრო და უფრო ვუახლოვდები ჩემს უფალს. ნეგატიური ფიქრები გაქარწყლდა და მე სრულად მივენდე უფალს“.
  • „გმადლობთ… ახლა სიხარულის ცრემლები მდის. დღეს დილით ვლოცულობდი და ღმერთს კატასტროფული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ვთხოვდი. მან თქვენი მეშვეობით მიპასუხა. ახლა მე ვიცი, რომ ღმერთი სრულიად აკონტროლებს ამ სიტუაციას და გადაწყვეტილებაც მზადაა. მისი სახელი იდიდებს და ის სხვა განზომილებაში ამიყვანს, რომელშიც სასწაულები ყოველდღიური რეალობა იქნება. ამინ!“.

გმადლობა, ჩვენო მკითხველებო! მახარებს ის, რაც ღმერთმა თქვენს ცხოვრებაში მოახდინა. დიდება იესოს! განაგრძეთ კითხვა და განახორციელეთ ის, რაც ღმერთმა გულებში ჩაგიდოთ, და მალე სხვებსაც აუწყებთ მისი სიყვარულის შესახებ. ამის დასაწყისი ისაა, რომ თქვენი ისტორიები გაგვიზიარეთ!

ღმერთი მუდამ გვცვლის იმისთვის, რომ სხვებისთვის შთაგონების წყაროდ ვიქცეთ და სხვების შეცვლა შევძლოთ. რას იტყვი იმაზე, რომ გახდე ღვთის შუამავალი, რომელიც სხვების ცხოვრებას შეცვლის?

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.