
გიოცნებია ოდესმე, რომ ცხოვრებას თავიდან იწყებ? ისეთ ცხოვრებას, სადაც არც შიშია, არც ეჭვი, არც სასოწარკვეთილება? შეგიძლია დღესვე დაიწყო. ღმერთთან ერთად ეს შესაძლებელია.
„ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი“ (ფსალმ. 138:16)
უფალი გიცნობს, უფრო კარგად გიცნობს, ვიდრე შენი უახლოესი ადამიანები. შენი ოცნება ან გულგატეხილობა მისგან დაფარული არ არის, რადგან მთელი შენი ცხოვრება მისთვის გადაშლილი წიგნია.
მაშ, ძველი ტკივილისა და მარცხის უკან დატოვება და ახალი ცხოვრების დაწყება გსურს? ღმერთს მოუხმე, რათა ის შენი წამოწყების მონაწილე გახდეს.
ის მოგცემს ახალ სუნთქვას, ახალ ფიქრებს, გულში ახალ იმედს ჩაგიდებს, სიცოცხლისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზას გაგიკვლევს და მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე შენთან იქნება.
დამოწმება: „10 წლის წინ დიდი დანაშაული ჩავიდინე. მას შემდეგ დანაშაულის გრძნობა მტანჯავს. ზოგჯერ ეს გრძნობა ნელდება, მაგრამ დგება წამი, როცა ის ახალი ძალით მიტევს. სწორედ ასეთ დღეს მივიღე თქვენი პირველი წერილი, რომელშიც ჩემთვის უცნობმა ადამიანმა სახელით მომმართა და მითხრა, რომ გულმოწყალე უფალს ვუყვარვარ, რომ ის დედამიწას ჩემნაირების განსაკურნებლად მოევლინა. იმ დღიდან ჩემი დილა თქვენი წერილების კითხვით იწყება. ვლოცულობ თქვენთან ერთად და დანაშაულის გრძნობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უკან იხევს. დიდი სიხარულით შევუწყობ ხელს თქვენს საქმეს. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ თქვენი ნუგეში ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს