8.22

მთავარი | დაინახე სასწაული |  გშია? მოდი და დაპურდი!

 გშია? მოდი და დაპურდი!

ბიბლია გვეუბნება, რომ ღვთის სიტყვა ჩვენი საზრდოა.

იესომ თქვა: „დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4).

ღვთის სიტყვა ჩვენთვის ისევე საჭიროა, როგორც ხორციელი საზრდო.  ის ჩვენს სულს ასაზრდოებს და განაახლებს

თუკი დღეს ღვთის სიტყვა მოგშივდა, მიირთვი უმშვენიერესი 

  • დაპურდი მისი სიტყვით!
  • მისი სიტყვით მთელი შენი არსება საზრდოობს.

როცა უძლურებას გრძნობ, მისი სიტყვა გაძლიერებს. მისი სიტყვა უსასოობას გააქარწყლებს და იმედით აგავსებს. მისი სიტყვა გამარჯვებისა და ნათელი მომავლის იმედს გიბრუნებს. როცა გეჩვენება, რომ ძალაგამოცლილი და უსარგებლო ხარ, მისი სიტყვა ცხოვრების აზრს და შენი არსებობის მიზანს გაჩვენებს. 

დამოწმება: „რაც თავი მახსოვს, მორწმუნე ვარ. თქვენი წერილების კითხვა რომ დავიწყე, მივხვდი: ღმერთი კი არ მიყვარდა, არამედ მისი მეშინოდა. ახლა კი ვიცი, რომ მას ვუყვარვარ, რომ მუდამ ჩემთანაა და თვალს მადევნებს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ჩემი ცოდვა დაინახოს, არამედ იმისთვის, რომ განსაცდელი ამარიდოს. ვიცი, რომ მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე ღმერთის მფარველობის ქვეშ ვარ და არაფერი მემუქრება. გმადლობთ ამ ჭეშმარიტი მოქცევისთვის. გმადლობთ, რომ ჩემთან ერთად ლოცულობთ“.  

მინდა დღეს დავით მეფსალმუნის ამ სიტყვებს დაუფიქრდე:  

9. რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ!

10. მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან!

11. გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო.

12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.

13. ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.

14. შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ სიმდიდრეზე.

15. შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს.

16. შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს.

17. კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა და დავიცვა შენი სიტყვა.

18. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას!(ფსალმ. 118:9-18)

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.