
ბიბლია გვეუბნება: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი. ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავნი 3:5-6).
დაენდე… შენ შეგიძლია დაენდო ღმერთს. მას უყვარხარ და ის შენ გისმენს . ბიბლია გვეუბნება, რომ მას შენი ტირილის ხმაც კი ესმის. (ფსალმ 6:8).
ის შენი მეგობარია და სწორედ ახლა მისთვის გულის გადაშლა შეგიძლია!
უფალი… იგი ისაა, ვინც მარადიულობას მოიცავს. ის ყოვლისშემძლე ღმერთია! „კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი“ (იერ. 17:7).
მთელი გულით… თუკი უფალს მთელი გულით ვეძებთ, ჩვენ მას ვიპოვით. მიმართე მისკენ შენი გული. მთელი გულით ეძებე იგი!
და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი… ღმერთს აქვს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს უნარებს, ჩვენს გაგებას და ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. სჯობს მას მივენდოთ და არა საკუთარ შესაძლებლობებს!
ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი… ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისგან განრიდება არ გვმართებს. ის ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში უნდა მონაწილეობდეს!
და ის გაასწორებს შენს ბილიკებს… ბიბლიაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია მთების დადაბლება და დაბლობთა ამაღლება (ესაია 40:4).
მწამს და გარწმუნებ, რომ ამას შენთვის აკეთებს, რადგან მთელი გულით მიენდე მას!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს