
მთავარი | დაინახე სასწაული | დაე, შენი ლოცვის სურნელი ცას მისწვდეს!
დაე, შენი ლოცვის სურნელი ცას მისწვდეს!
რა მშვენიერი მოსასმენია ღვთის სადიდებელი საგალობლები! ბევრ კომპოზიტორს შეუქმნია ულამაზესი ნაწარმოები უფლის სადიდებლად. მადლობა უფალს, რომ ასე ბევრ ხელოვანს მისცა ნიჭი. ჩვენ კი, მათი უბადლო საგალობლების მეშვეობით ღვთის განდიდება შეგვიძლია.
მაგრამ ვერაფერი შეცვლის იმ სიტყვებს, რომლების შენი გულიდან მოდის. ვერაფერი შეცვლის შენი საკუთარი სადიდებელი ლოცვის სურნელს. მამის გულს შენი გულიდან ამომავალი საგალობლის გაგონება სურს.
თავად დავით მეფსალმუნე მოგვიწოდებს:
„იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას. უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყვეთ ჰანგი მოძახილით“ (ფსალმ. 32:1-3)
დღეს ზეცა შენს ახალ საგალობელს ელის. დაე, გაიფრქვეს შენი ლოცვის სურნელი! აპკურე უფლის ტერფებს შენი თაყვანისცემის ნელსაცხებელი.
დაე, დღეს შენი ლოცვის სურნელი ცას მისწვდეს!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს