
მთავარი | დაინახე სასწაული | დაე, შენს ბაგეთაგან ქება გადმოსდინდეს!
დაე, შენს ბაგეთაგან ქება გადმოსდინდეს!
რა საამოა ღვთის ქება და დიდება! ჩვენ მამას, ძეს და სულიწმიდას ვადიდებთ და ამ დროს თავად ვთავისუფლდებით და ვმაღლდებით.
ადიდე იესო ყოველდღე, მთელი გულით აქე უფალი. ამისთვის მოგვიწოდებს წმინდა წერილი. მოდი, დავით მეფსალმუნესთან ერთად ვუგალობოთ უფალს:
- „უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში“ (ფსალმ. 149:1)
- „ადიდეთ უფალი, რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა: რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება (ფსალმ. 146:1).
- „ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით“(ფსალმ. 150:1-2)
- „კარგია, ვადიდოთ უფალი, და ვუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო! გაუწყოთ დილ-დილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი – ღამ-ღამობით. ათსიმიანსა და ჩანგზე გალობით – ქნარზე“ (ფსალმ. 91:2-4).
მოდი, მოუსმინე პოლ უილბერის ამ მშვენიერ საგალობელს და ადიდე უფალი:
დღენიადაგ მთელი შენი გულით ადიდე უფალი!
დამოწმება: „სამი შვილის დედა ვარ. ორი ქალიშვილი მყავს და ერთი ვაჟი, ყველაზე უმცროსი. გოგოები კარგად გავზარდე. ორივემ უნივერსიტეტი დაამთავრა, ჯერ კიდევ სწავლის დროს მუშაობა დაიწყეს, კარგი ოჯახები შექმნეს. აი ბიჭის აღზრდაში კი სადღაც შევცდი. ოთხი წლის წინ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, ამას ონლაინ კაზინოებიც დაემატა. ნათესავებისგან, ჩვენი მეგობრებისგან და მეზობლებისგან ფულს სესხულობდა, მე და მეუღლე ვალს ვაბრუნებდით და ყველას ვთხოვდით, სხვა დროს აღარ მიეცათ. ერთ დღეს იმდენი მოახერხა, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის ანგარიშებიდან მთელი ფული თავის ანგარიშზე გადარიცხა. სამწუხაროდ, ეს სენი მხოლოდ ჩემს შვილს არ სჭირს, ასე რომ, ბევრი რჩევა მივიღე დედებისგან, რომლებიც ასეთივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. არც ფსიქოლოგთან ვიზიტებმა გვიშველა, არც გულითადმა საუბრებმა, არც ჩხუბმა, არც იმან, რომ გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოვხვდი. სამ წელზე მეტი ასე ვიცხოვრეთ. ჩემი შვილი არც სწავლობდა, არც მუშაობდა. სამაგიეროდ საოცარ ოსტატობას იჩენდა თავისი „საჭიროებებისთვის“ თანხების შოვნაში, რაც ისევ ჩვენს ოჯახს ვალად აწვებოდა.
მარტში „დაინახე სასწაულის“ გზავნილების მიღება დავიწყე. რამდენიმე დღეში თქვენი მეშვეობით უფალმა გამოსავალი მაჩვენა. შვილს ვუთხარი: „შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. ყოველ დღე ერთი პატარა წერილი წაიკითხე. მეტი არაფერი“. თქვენი რჩევისამებრ, ყველაფერი უფალს მივანდე. შვილმაც თხოვნა შემისრულა. ყოველდღე კითხულობდა თქვენს წერილებს. ერთ მშვენიერ დილას ადრე ადგა და სადღაც წავიდა. საღამოს დაბრუნდა და გვითხრა, რომ მუშაობა დაიწყო. იმ დღიდან ჩვენს ოჯახში მშვიდობა და სიხარულია. მჯერა, რომ ჩემი შვილი უწინდელ ცხოვრებას აღარ დაუბრუნდება. გმადლობთ, რომ არსებობთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს