
თავისი მიწიერი ცხოვრებისას ქრისტემ მრავალი სასწაული მოახდინა. მახარებლებმა მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ჩაწერეს. წმინდა წერილი გვამცნობს: „კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც, დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოან. 21:25).
სახარებაში აღწერილი სასწაულები იესომ მსახურების სამი წლის განმავლობაში მოახდინა: ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, ყრუ-მუნჯებს – სმენისა და ლაპარაკის უნარს, უკურნებელ კეთროვნებს კურნავდა, ეშმაკით შეპყრობილებს ათავისუფლებდა. სხვა სასწაულებიც მოუხდენია: წყალი ღვინოდ გადააქცია, ხუთი პურითა და თევზით მრავალი ადამიანი დააპურა, ქარიშხალი ჩააცხრო, ბადეებში მრავალი თევზი მოიზიდა.
ამ სასწაულებით იესო გულმოწყალებას ავლენდა და ადამიანთა გასაჭირს და საჭიროებებს პასუხობდა. მას არაფერი გაუკეთებია თავის განსადიდებლად, არამედ მხოლოდ მამის დიდებისთვის. ყველა სასწაულს იესო მამის სახელით ახდენდა (იხ. იოან. 11:41).
დღეს იესო შენში ცოცხლობს და სასწაული შენში და შენით ვლინდება. მშვიდობა და სიხარული, რომლებიც ამქვეყნად მოგაქვს – სასწაულია.
იმისთვის ვლოცულობ, რომ შენ ღვთის სასწაული დაინახო… ყოველდღე.
დამოწმება: „მოგესალმებით. საავადმყოფოს პალატიდან გწერთ. თქვენი წერილების მიღება ერთი კვირის წინ დავიწყე. მეორე დღეს კი სასმენი ნერვის ნევრინომა ამომკვეთეს. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა და მაინცდამაინც რთულ ოპერაციად არ ითვლება. თუმცა ჩემს შემთხვევაში სიმსივნის ზომისა და განლაგების გამო დიდი იყო სახის მარცხენა მხარის შეუქცევადი პარეზის ალბათობა. ესთეტიკურ მხარეზე არაფერს ვიტყვი და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ამ შემთხვევაში მარცხენა თვალის მხედველობას დავკარგავდი. უფალი ჩემთან იყო და ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა. სახე არ გამიშეშდა, თვალიც იხუჭება და ჩემს მხედველობას არაფერი ემუქრება. ორ დღეში საავადმყოფოდან გამომწერენ. ეს დღეები თქვენს წერილებს ჩემი ორი ჯანმრთელი თვალით ვკითხულობ. გმადლობთ, რომ ასე რთულ დროს მამხნევებთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს