
“ოთხი რამ არის უმცირესი მიწაზე, მაგრამ ისინი ბრძენზე ბრძენნი არიან… კურდღლები არ არიან მაგარი ხალხი, მაგრამ კლდეზე დგამენ თავიანთ სახლს…“ (იგავ. 30:24-28).
კურდღლის მთავარი მტერი არწივია. ეს პატარა ცხოველი ფიზიკურად ვერ გაუმკლავდება ასეთ მტაცებელ ფრინველს. იმისთვის, რომ თავი დაიცვას, კლდის ნაპრალებში სახლობს. ღვთის ქმნილებას ჩვენთვის ბევრის რამის სწავლება შეუძლია.
ზოგიერთ სიტუაციში, როგორიცაა შევიწროება (სახლში ან სამსახურში), უსამართლობა, ცილისწამება, შეიძლება უძლურება და უსუსურობა იგრძნო. რაც არ უნდა ემუქრებოდეს შენს სიმშვიდეს და შენს ბედნიერებას, მთავარია, ქრისტესთან დარჩე, მთავარია, მას ეკუთვნოდე! იესო შენი კლდეა, შენი თავშესაფარია.
შენ კლდის ნაპრალში ხარ, შენ იესოში ხარ. ამიტომ
- ქარიშხალიც რომ ამოვარდეს, ის ჩაწყნარდება (ფსალმ. 106:29).
- მტერი შენგან გაიქცევა (იაკობ. 4:7).
- ჯარიც რომ აღდგეს შენს წინააღმდეგ, ნუ შეშინდები (ფსალმ. 26:3).
ჭეშმარიტება ისაა, რომ იესო შენთვის იბრძვის. ის შენთანაა და არასდროს არ დაგტოვებს. თავის შეაფარე მის მყოფობას; დღესვე მიენდე მას!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს