
მთავარი | დაინახე სასწაული | დაღლილსა და დაქანცულს უფალი მოასვენებს
დაღლილსა და დაქანცულს უფალი მოასვენებს
ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩვენი კომპიუტერები, სმარტფონები ან სხვა მსგავსი მოწყობილობები დატვირთულობის გამო მუშაობას წყვეტს. პირველი, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ, მოწყობილობის ხელახალი გადატვირთვაა. ეკრანი რამდენიმე წამით ბნელდება, შემდეგ კი მოწყობილობა უწინდებურად იწყებს მუშაობას.
ასეთი გადატვირთვა ზოგჯერ ჩვენც გვჭირდება. როცა შრომის უნარი გვიქვეითდება და კრეატიულობას ვკარგავთ, დასვენება გვჭირდება. ალბათ შეგინიშნავს, რომ ამგვარი გადატვირთვის შედეგ ახალი შემართებით იწყებ მუშაობას.
იცი, რომ ღმერთმაც დაისვენა? ექვსი დღის განმავლობაში ის სამყაროს ქმნიდა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. მერე ჩვენთვისაც განაწესა დასვენება: ათი მცნებიდან ერთ-ერთი შაბათის დაცვაა.
ძველაღთქმისეული შაბათი მინიშნებაა იმ სრულყოფილ და მარადიულ სიმშვიდეზე, რომელსაც უფალ იესოში დავიმკვიდრებთ. ის ჩვენი დამსახურებისთვის და საქმეებისთვის კი არ გვეძლევა, არამედ იესოს მიერ უსასყიდლოდ მოგვეცემა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათ. 11:28)
დაღლილი, დაქანცული და ძალაგამოცლილი ხარ? მიმართე იესოს და ის მოგცემს მოსვენებას, ის მოასვენებს შენს სხეულს, გონებას და სულს.
აი, როგორ უნდა მოიქცე: სულ რამდენიმე წუთით განმარტოვდი უფალთან, გული გაუხსენი და შენს გულში მისი მშვიდობა ჩაიღვრება. განწყობისთვის კი კარი ჯობის ამ მშვენიერი სიმღერის მოსმენას გთავაზობ:
მიჰყევი მზრუნველ და მოსიყვარულე უფალს, ისმინე სრულყოფილი მოძღვრის მოძღვრება და შენი ცხოვრება სრული სიმშვიდით და მოსვენებით აივსება.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს