
“აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იესო ნავ. 1:9).
იქნებ სწორედ ახლა შენი ცხოვრების გზაგასაყარზე დგახარ. რა გამოწვევა, რა თავგადასავალი გელის?
- ახალი სამსახური?
- შვილის დაბადება?
- ქორწინება?
- საცხოვრებელი ადგილის შეცვლა?
- თუ რაღაც სხვა?
სრულიად ბუნებრივი და ადამიანურია, რომ ახალი პრობლემები ჩვენში შიშის გრძნობას იწვევს. ცვლილებები, თუნდაც დადებითი, გარკვეულწილად ყოველთვის გვიქმნის დისკომფორტს.
ადექი, ძლიერო და ღირსეულო ადამიანო! ღვთის მადლს დასასრული არ აქვს. ღმერთი ხელს გიწყობს. ის შენი ძალა და საყრდენია, შენი თავშესაფარი ქარიშხალში და გასაჭირისას!
შენ გაივლი ამ უდაბნოს, გაივლი ამ პერიოდს, შეასრულებ ამ პროექტს, მიიღებ ამ სამსახურს…
შენ წარმატებას მიაღწევ, რადგან უფალი, მაღალი ღმერთი შენთანაა! ის შენსკენაა. ის შენს მხარესაა.
მისი სიტყვა გვეუბნება: სადაც არ უნდა წახვიდე, ის შენთანაა!
მას მიენდე. მას გაჰყევი. თავისი ძლიერი ხელით ის სხვა დონეზე, სხვა ჰორიზონტისკენ გაგიყვანს.
ღვთის სული დიადი საქმეებისკენ მოგიწოდებს… დიახ, შენ წარმატებას მიაღწევ! ილოცე ჩემთან ერთად: “დიახ, უფალო, მე ყველაფერი გამომივა… შენ ხომ ჩემთან ხარ! მივიღებ ყველაფერს, რისთვისაც მომიწოდებ. გმადლობ, რომ ახალ დონეზე ამიყვანე და ახალი ჰორიზონტები დამანახე! შენი სახელით მე მაღლა და მაღლა მივდივარ! ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს